ავტორი:

მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს - წითელი ჯვარი

მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს - წითელი ჯვარი

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დაადასტურა, რომ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი მიმდინარეობს.

"ICRC ადასტურებს, რომ უსაფრთხო გადაყვანის ოპერაცია მიმდინარეობს გაეროსა და კონფლიქტის მხარეებთან კოორდინირებულად“, - აღნიშნა სპიკერმა.

წითელი ჯვარი მეტ დეტალს არ ასახელებს, რადგან ამან შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას მშვიდობიანი მოსახლეობისა და კოლონის უსაფრთხოებას.

როგორც მედია წერს, დეტალებთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლებაა კონტაქტშია მშვიდობიან მოსახლეობასთან.