ავტორი:

ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო

ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო

დღეს დილიდან ერევანში მშვიდობიანი საპროტესტო აქციები დაიწყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს.

დღევანდელი აქცია ოპოზიციის გუშინ გამართულ აქციაზე დაანონსდა. აქციის მონაწილეების ნაწილმა საფრანგეთის მოედანზე კარვები გაშალა და ღამე ქუჩაში გაათენა.

ისინი აცხადებენ, რომ სახლში არ წავლენ, სანამ მიზანს არ მიაღწევენ - პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გუნდის გადადგომას.