ავტორი:

"ეკონომიკა იზრდება, პირველ კვარტალში 14.4%-იანი ზრდა გვაქვს" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ეკონომიკა იზრდება, პირველ კვარტალში 14.4%-იანი ზრდა გვაქვს" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ეკონომიკა იზრდება, პირველ კვარტალში 14.4%-იანი ზრდა გვაქვს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერი განმარტავს, იზრდება როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი და ფულადი გზავნილები.

“ეკონომიკა იზრდება, პირველ კვარტალში 14.4%-იანი ზრდა გვაქვს. უფრო კონკრეტულად მინდა გითხრათ, რომ იანვარში ჩვენ გვქონდა 18%-იანი ზრდა. თებერვალში 14.6% იყო ჩვენი ეკონომიკის ზრდა, მარტში რეალური ზრდა 10.6% იყო. მინდა ძალიან მოკლედ ვუთხრა მოსახლეობას, რომ იზრდება როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი, ფულადი გზავნილები. მთლიანობაში ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს ამ მიმართულებით“,-აღნიშნავს პრემიერი.