ავტორი:

"ჩემმა შვილებმა რუსეთში მცხოვრები ბავშვებისგან განსხვავებით, ზუსტად იციან რისთვის ვიბრძვით...ეს ჩემი ოჯახია, ეს ჩემი სუსტი წერტილია" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"ჩემმა შვილებმა რუსეთში მცხოვრები ბავშვებისგან განსხვავებით, ზუსტად იციან რისთვის ვიბრძვით...ეს ჩემი ოჯახია, ეს ჩემი სუსტი წერტილია" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"ეს არც ისე ბევრია. გამოდის, რომ 10 ადამიანს სურს ჩემი მოკვლა. ამიტომ არც ისე საშიშია. ვფიქრობ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ბევრად მეტი პრობლემა აქვს, მათი პოლიტიკისადმი მთელი მსოფლიოს დამოკიდებულებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიურ ტელეარხ Nine Network-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როგორ აფასებს იმ ფაქტს, რომ მასზე თავდასხმის მცდელობის 10 შემთხვევის აღკვეთა მოხდა.

პრეზიდენტის განმარტებით, მაშინ როდესაც ადამიანები სარდაფებში სხედან, როდესაც ადამიანებს აწამებენ, მას მეტ-ნაკლებად არც ისეთი საშიში მდგომარეობა აქვს.

  • "მე მეშინია ჩვენი ხალხის გამო და განსაკუთრებით მეშინია იმ ოჯახების გამო, რომლებმაც დაკარგეს ახლობლები. ვფიქრობ, სანამ გყავს ოჯახი და არ დაგიკარგავს ახლობლები, არ არის არაფერი რისი გამოსწორებაც არ შეიძლება და არაფერი არ არის სუპერსაშიში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პირველი პირის თქმით, რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მას არც უყოყმანია იმაზე, რომ უკრაინაში უნდა დარჩენილიყო.

"გულწრფელად გითხრათ, არც კი მიყოყმანია. არც მიფიქრია, რომ ჩემ მიმართ იქნებოდა ასეთი წინადადებები. თუმცა პროტოკოლის თანახმად, დიახ, ასეთი შემოთავაზებები იყო პარტნიორების მხრიდან და ჩვენს ქვეყანაში უშიშროების ძალებიდან და სხვა პოლიტიკური ბანაკებიდან მეუბნებოდნენ, რომ უკრაინას, პრინციპში, შეუძლია დაკარგოს ინსტიტუციონალიზმი, თუ პრეზიდენტი არ იქნება. ამიტომ მეუბნებოდნენ, რომ მე უნდა წავსულიყავი რომელიმე უსაფრთხო ადგილას, იმიტომ, რომ შეიძლება დაგვეკარგა პრეზიდენტი კიევის ოკუპაციის გამო.

ამიტომ იყო ბევრი სხვადასხვა შემოთავაზება, მაგრამ მე ამაზე არც კი მიფიქრია. მე მესმოდა ზუსტად, რომ ეს არ მისცემდა ჩვენს სახელმწიფოს სიმტკიცეს. ასე როგორ - ლიდერი მიდის? თუ ასე ვიღაც აკეთებდა კიდეც ადრე და მაშინაც კი თუ ამას ამბობს შენი ქვეყნის მთელი უშიშროება და სხვა ქვეყნის ლიდერები, უნდა მემოქმედა, როგორც ამას მე მივიჩნევ. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შვილებთან ყოველდღიურ კონტაქტს ვერ ახერხებს, თუმცა კომუნიკაცია მაინც აქვს. ზელენსკი აღნიშნავს, რომ კარგად ესმის, მისი ოჯახი საფრთხეშია.

"დიახ, ჩვენ გვესმის და ვიღებთ ამა თუ იმ ინფორმაციას საშიშროებასთან დაკავშირებით, რომელიც ამ ვითარებაში არსებობს. ეს ჩემი ოჯახია, ეს ჩემი სუსტი წერტილია და ამიტომ მათთვის მოქმედებს უსაფრთხოების ცალკე ზომები“,- განაცხადა ზელენსკიმ.

კითხვაზე: შვილებთან კომუნიკაციისას გვერდს უვლის თუ არა ომთან დაკავშირებულ რაიმე კითხვებს, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შვილებს არაფერს უმალავს, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ყველაფერი ესმით და ყველაფერი უნდა ესმოდეთ.

"ჩვენ ღია დემოკრატია გვაქვს სახელმწიფოში და ასეთივე, თუ მეტი დემოკრატია და ლიბერალიზმი არა, მოქმედებს ჩვენს ოჯახშიც. ამიტომ ყოველთვის ვპასუხობ შვილების კითხვებს, ვცდილობ, ყოველთვის ვუპასუხო აბსოლუტურად ღიად და გულწრფელად. ისინი თავად ეძებენ ინტერნეტში და პოულობენ ინფორმაციას იმაზე, რაც ხდება. მათ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ბავშვებისგან განსხვავებით, აქვთ წვდომა ნებისმიერ საინფორმაციო საშუალებასა და მედიაზე. არავითარი საიდუმლო არ გვაქვს. ჩემი მეუღლეც უყვება მათ ყველაფერს, რაც ხდება. მათ ზუსტად იციან, ვისთან ერთად ვიბრძვით, ვის წინააღმდეგ ვიბრძვით, რისთვის ვიბრძვით და ზუსტად იციან, რომ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.