ავტორი:

"სააკაშვილმა ჭამოს და ამით მოგვარდება ყველაფერი “... რა ამაზრზენია დასცინო ადამიანს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია." - რას წერს ხატია დეკანოიძე

"სააკაშვილმა ჭამოს და ამით მოგვარდება ყველაფერი “... რა ამაზრზენია დასცინო ადამიანს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია." - რას წერს ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძარობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ხელისუფლების დღევანდელ განცხადებებზე:

- "მიხეილ სააკაშვილმა ჭამოს და ამით მოგვარდება ყველაფერი" - არის სრული სიცრუე. ეს უთანაბრდება არაადამიანურ დამოკიდებულებას. ამ დიაგნოზის მთავარი გამოწვევა არის ის, რომ მიშას არ აქვს მინიმალური პირობა ჯანმრთელობის რეაბილიტაცია მოხდეს. ანორექსია ნიშნავს, რომ ადამიანი ვერ იღებს საკვებს. სურვილი - საკვები მიიღოს განკურნებას ვერ მოიტანს.

- ქართული ოცნების ამომრჩეველს მინდა ვკითხო: როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს ევროპული მომავალი, თუ მესამე პრეზიდენტი ციხეში მოგვიკვდება, როგორ წამოუდგენიათ ჩვენი შვილების ცხოვრება უმძიმეს მოცემულობაში, რაც შეიძლება ძალიან მალე დადგეს? რატომ შეიძლება საკუთარ ქვეყანას არგუნო ეს განუკურნებელი ხვედრი? დაფიქრდით.

- რა ამაზრზენია დასცინო ადამიანს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. ეს საკუთარი თავის დამცირებაა. საკუთარი სტანდარტის ყველაზე დაბალი ხარისხია.

- “ქართული ოცნება” საკუთარ ქვეყანას უცხადებს ომს, როცა ყოფილი პრეზიდენტის გამოცხადებულ სიკვდილს ელოდება." - წერს დეკანოიძე "ფეისბუქში"

ცნობისთვის, დღეს ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, "ჭამოს კვერცხი და ხაჭო, დამთავრდება პრობლემა"

ასევე იხილეთ: