ავტორი:

სკოლებს შორის შეჯიბრი დაიწყო! - მაკულატურის სანაცვლოდ ახალი წიგნები

სკოლებს შორის შეჯიბრი დაიწყო! - მაკულატურის სანაცვლოდ ახალი წიგნები

"პალიტრა L”-ის პროექტი „მაკულიტერატურა“ 2022 წელს სკოლებისთვის იწყებს მასშტაბურ შეჯიბრებას, რომლითაც გამომცემლობას სურს, რომ სკოლებს მისცენ საშუალება, გაცვალონ უსარგებლო მაკულატურა მათთვის სასურველ წიგნებში და განაახლონ ბიბლიოთეკა.

მონაწილეობის წესები და პირობები:

სკოლა უნდა დარეგისტრირდეს ბმულზე, მიუთითოს ქალაქი, სკოლის დასახელება, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტა, სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა.

ინფორმაცია გადამოწმდება და აისახება საიტზე.

სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით დაჯამდება შედეგები: 1 მოსწავლე= 1 ნერგს , 1 ნერგი კი არის 1 კგ მაკულატურა.

სკოლებს შორის შეჯიბრი გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით.

მაგ. თუ სკოლაში 500 მოსწავლეა, მან ამ პერიოდის განმავლობაში უნდა ჩააბაროს მინიმუმ 500 კგ მაკულატურა. თუ ამ ნორმაზე მეტს ჩააბარებს, მიეცემა შანსი მოხვდეს გამარჯვებულ 5 სკოლას შორის.

შედეგები დაითვლება პროპორციულად, შესაბამისად, ყველა სკოლას ექნება გამარჯვების საშუალება და არ იქნება დამოკიდებული სიდიდესა და მოსწავლეთა რაოდენობაზე.

10 ივნისამდე ჩამოივლის სკოლებში ავტომანქანა და ჩაიბარებს მაკულატურას, ის აიწონება და კილოგრამები გადაიცვლება ნერგ ქულებზე (ნერგი ქულებით შესაძლებელია ახალი წიგნების მიღება)

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/38vJlMy