ავტორი:

რუსებს დაღუპული ჯარისკაცები მცირე ჯგუფებად და ღამით გადაჰყავთ, რათა დანაკარგები დაფარონ - უკრაინის უშიშროების სამსახური

რუსებს დაღუპული ჯარისკაცები მცირე ჯგუფებად და ღამით გადაჰყავთ, რათა დანაკარგები დაფარონ - უკრაინის უშიშროების სამსახური

უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით, რუსებს დაღუპული ჯარისკაცები მცირე ჯგუფებად და ღამით გადაჰყავთ, რათა დანაკარგები დაფარონ.

უკრაინის უშიშროების სამსახურის მტკიცებით, მათ მოისმინეს სატელეფონო საუბრები რუს დამპყრობლებს შორის, რომლებიც ამ საკითხს განიხილავდნენ.

ამავე ინფორმაციით, ერთ საუბარში რუსმა ჯარისკაცმა აღნიშნა, რომ მისი 200-კაციანი ბატალიონიდან მხოლოდ 20-დან 22-მდე ადამიანი გადარჩა, კიდევ ცხრამ კი უარი თქვა ბრძოლის გაგრძელებაზე.