ავტორი:

ბიზნესსასტუმროში "მეტა“ მედიატური გაიმართა - სტუმრები სასტუმროს კონცეფციასა და მომსახურების სპეციფიკას გაეცნენ

ბიზნესსასტუმროში "მეტა“ მედიატური გაიმართა - სტუმრები სასტუმროს კონცეფციასა და მომსახურების სპეციფიკას გაეცნენ

ბიზნესსასტუმრომ "მეტა“ (Meta Business Hotel) ქართული მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. მედიატურის ფარგლებში, სტუმრებისთვის სასტუმროს სხვადასხვა სივრცის — ოთახების, საკონფერენციოების, სპა ცენტრის და ფიტნესის დარბაზის პრეზენტაცია გაიმართა.

"მეტა“ მულტიფუნქციურ კომპლექს "ქინგ დეივიდის“ ნაგებობის ბოლო სართულებზეა განთავსებული და 4 კატეგორიის 31 ნომერს აერთიანებს. სასტუმროს კონცეფცია და მომსახურების ხარისხი სრულად ეხმაურება ბიზნეს-ვიზიტორების მოთხოვნებს: საკონფერენციო დარბაზებთან ერთად, "მეტას“ სტუმრებს სამუშაო სივრცეებით და შეხვედრების ოთახებით სარგებლობა შეუძლიათ.

"მეტა“ 2021 წლის პირველ ივნისს გაიხსნა და თითქმის ერთწლიანი გამოცდილებით გამოჩნდა, რომ უნიკალური მდებარეობის და მთელ ქალაქზე ულამაზესი პანორამული ხედების გამო, სასტუმრო უცხოელი ტურისტებისთვისაც მიმზიდველია. სასტუმროს მდებარეობით, ინტერიერით, სერვისითა და რესტორნის უგემრიელესი კერძებით მოხიბლულია ქართველი მომხმარებელიც.

სასტუმროში მოწყობილი მედიატური განახლებულ რესტორან "მეტას“ ტერასაზე გამართული ფურშეტით დასრულდა, სადაც სტუმრებს გენერალურმა მენეჯერმა და კორპორაციული გაყიდვების მენეჯერმა უმასპინძლა და მისი სპეციფიკა გააცნო.

NS