ავტორი:

დონეცკის ოლქში, რუსული ჯარები უგლედარს საარტილერიო სისტემებიდან ბომბავენ - დაღუპულია 3 მშვიდობიანი მოქალაქე

დონეცკის ოლქში, რუსული ჯარები უგლედარს საარტილერიო სისტემებიდან ბომბავენ - დაღუპულია 3 მშვიდობიანი მოქალაქე

დონეცკის ოლქში, დილის 05:00 საათიდან რუსული ჯარები უგლედარს საარტილერიო სისტემებიდან ბომბავენ. დაბომბვის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ამის შესახებ ნათქვამია რეგიონული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციების შემაჯამებელ ინფორმაციაში უკრაინის რეგიონებში 3 მაისის 08:00 საათისთვის შექმნილი ვითარების შესახებ.

მათივე ცნობით, დონეცკის ოლქში მუდმივად იბომბება ლიმანი და ავდეევკა. გრძელდება მოსახლეობის ევაკუაცია ფრონტისპირა ზონებიდან. ევაკუაციის პროცესი ასევე გრძელდება მარიუპოლიდან.

ლუგანსკის ოლქში რუსული ჯარის მთავარი ძალისხმევა კონცენტრირებულია რუბეჟნაიასა და პოპასნაიაზე კონტროლის დამყარებაზე.

ღამით მტერი კვლავ ბომბავდა ხარკოვს, ვითარება რთული რჩება ხერსონის ოლქში.