ავტორი:

"ომიდან 20 დღის შემდეგ, პუტინს გაეგზავნა შეტყობინება..." - რა მისწერა რომის პაპმა რუსეთის პრეზიდენტს და რას ამბობს უკრაინაში არჩასვლასთან დაკავშირებით?

"ომიდან 20 დღის შემდეგ, პუტინს გაეგზავნა შეტყობინება..." - რა მისწერა რომის პაპმა რუსეთის პრეზიდენტს და რას ამბობს უკრაინაში არჩასვლასთან დაკავშირებით?

კარდინალ პაროლინს ვთხოვე, გაეგზავნა პუტინისთვის შეტყობინება, რომ მე მოსკოვში ჩასვლა მსურდა. პასუხი ჯერაც არ მიგვიღია. ვშიშობ, პუტინს არ შეუძლია და არ სურს ამ შეხვედრის ახლა გამართვა,- ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ იტალიური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კათოლიკური ეკლესიის მეთაური აცხადებს, რომ გრძნობს, უკრაინაში ჯერ არ უნდა ჩავიდეს, არამედ პირველ რიგში პუტინს უნდა შეხვდეს და მოსკოვს უნდა ეწვიოს.

"ომის პირველ დღეს მე დავურეკე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის. რაც შეეხება პუტინს, მე მისთვის არ დამირეკავს. მსურდა მკაფიო ჟესტი გამეკეთებინა, მთელი მსოფლიოს დასანახად.

შემდეგ მე ვთხოვე კარდინალ პაროლინს, ომიდან 20 დღის შემდეგ, რათა გაეგზავნა პუტინისთვის შეტყობინება, რომ მე მოსკოვში ჩასვლა მსურდა. პასუხი ჯერაც არ მიგვიღია. ვშიშობ, პუტინს არ შეუძლია და არ სურს ამ შეხვედრის ახლა გამართვა.

ამჟამად კიევში არ მივდივარ, იქ კარდინალები მაიკლ ჩერნი და კონრად კრაევსკი გავგზავნე. მაგრამ ვგრძნობ, რომ მე არ უნდა წავიდე. ჯერ მოსკოვში უნდა წავიდე. ჯერ პუტინს უნდა შევხვდე. მაგრამ მეც მღვდელი ვარ, რა ვქნა? გავაკეთებდი ყველაფერს რაც შემიძლია, თუ პუტინი კარს გახსნიდა“,- განაცხადა რომის პაპმა.

მისი თქმით, ის რუსული ეკლესიის მეთაურს პატრიარქ კირილესაც ესაუბრა, რომელიც 20 წუთის განმავლობაში ომის გამართლებას ცდილობდა.

"პატრიარქ კირილს ვესაუბრე 40 წუთის განმავლობაში „ზუმით“. პირველი 20 წუთის განმავლობაში ბარათით ხელში მიკითხავდა ომის დასაბუთებას. მოვუსმინე და ვუთხარი: ამის შესახებ არაფერი მესმის. ძმაო, ჩვენ სახელმწიფოს სასულიერო პირები ვართ, არ შეგვიძლია პოლიტიკური ენის გამოყენება, არამედ შეგვიძლია ქრისტეს ენის გამოყენება“, - განაცხადა რომის პაპმა.

ამასთან, პაპის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მასთან საუბარში აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დასრულებას 9 მაისისთვის აპირებს.

"ორბანმა, როდესაც მე მას შევხვდი, მითხრა, რომ რუსეთს აქვს გეგმა, რომ ყველაფერი 9 მაისისთვის დასრულდეს. ეს ასევე ხსნის ესკალაციის სიჩქარეს უკანასკნელ დღეებში, იმიტომ, რომ ახლა ეს უკვე მხოლოდ დონბასი არ არის, არამედ ყირიმია, ოდესაა, მას მიაქვს უკრაინის შავი ზღვის პორტები.

არ არის საკმარისი ნება მშვიდობისთვის. პესიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი ომის დასასრულებლად“,- განაცხადა რომის პაპმა.