რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ზოგიერთი სახელმწიფოს "არამეგობრულ ქმედებებთან დაკავშირებით“ საპასუხო ეკონომიკური ზომების შესახებ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მთავრობას ევალება ათი დღის ვადაში შეადგინოს შესაბამისი სია.
რუსული მედიის ცნობით, დოკუმენტი ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან და მოქმედებს „სპეციალური ეკონომიკური ღონისძიებების" გაუქმებამდე.