ავტორი:

შანხაიში  მკაცრი "ლოქდაუნი" გრძელდება - საჭმლის გარეშე დარჩენილი ადამიანები ლითონის ჭურჭელს ჯოხებს ურტყამენ და პროსტესტს ასე გამოხატავენ

შანხაიში  მკაცრი "ლოქდაუნი" გრძელდება - საჭმლის გარეშე დარჩენილი ადამიანები ლითონის ჭურჭელს ჯოხებს ურტყამენ და პროსტესტს ასე გამოხატავენ

ჩინეთში შანხაიში კვე ერთ თვეზე მეტია მკაცრი "ლოქდაუნია." სასოწარკვეთილი ადამიანების პროტესტმა უკვე ქუჩებში გადაინაცვლა. დაუმორჩილებლობის საჯარო აქტებში ქალაქის 25 მილიონიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტი იღებს მონაწილეობას.

მოსახლეობას ეკრძალებოდა სახლებიდან გამოსვლა და ადამიანების დიდი ნაწილი საკვების გარეშე იყო დარჩენილი.

ერთ-ერთი უბნის მაცხოვრებლებმა მთავრობის საწყობი იპოვეს, რომელიც სავსე იყო დამპალი ბოსტნეულით. იმის ნაცვლად, რომ პროდუქტები მშიერი ოჯახებისთვის ჩამოერიგებინათ, საწყობში დაალპეს. განრისხებულმა მაცხოვრებლებმა ბოსტნეული ქუჩაში გაჭყლიტა.

მთელ ქალაქში, ბევრმა ადამიანმა მიმართა პერსონალურ პროტესტს და კოვიდის ტესტირებაზე რიგში ჩადგომაზე უარი თქვა. ხალხი ასევე აპროტესტებდა საკვები პროდუქტების სიმცირეს.

საკვებით მომარაგება ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა, რომელსაც ჩინეთის ყველაზე მდიდარი ქალაქი - შანხაი ბოლო ერთი თვის მანძილზე გადააწყდა. 28 აპრილის საღამოს, კორპუსებში მაცხოვრებლებმა პროტესტს თასებზე სხვადასხვა ნივთების დარტყმით გამოხატავდნენ. მათ ამ ორგანიზებულ პროტესტს "კონცერტი“ უწოდეს.

პროტესტი და ხმაური მაშინ ჩაწყნარდა, როცა პოლიციელებმა ქუჩებში სიარული და ხალხის დაშინება დაიწყეს.

შანხაიში, ორშაბათის მონაცემებით, კორონავირუსის 7 000 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა კვირის მონაცემებს სამჯერ ჩამოუვარდება. ამის გამო, ქალაქის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, მკაცრი ზომები შეემსუბუქებინათ და 15 მილიონამდე მოსახლეს მისცეს უფლება დაეტოვებინათ სახლები და წინასწარ განსაზღვრულ მაღაზიებსა და აფთიაქებში საკვები და მედიკამენტები შეეძინათ.

ამჟამინდელი წესების მიხედვით, ოჯახების უმტესობას, რომლებიც ქალაქის ცენტრში ცხოვრობენ, შეუძლიათ მხოლოდ ერთი ადამიანი გაგზავნონ გარეთ, კვირაში ორჯერ.

მას შემდეგ, რაც ჯინზეში მაცხოვრებლებმა საკვების და მედიკამენტების სიმცირეზე ონლაინ გამოთქვეს უკმაყოფილება და ოფიციაურმა პირებმა მათი საჩივარი უპასუხოდ დატოვეს, ქალაქის მაცხოვრებლები ქუჩაში გამოვიდნენ და საკვებს ითხოვდნენ. პროტესტის ვიდეო, მთავრობამ სოციალური ქსელებიდან მალევე წაშალა.

საკვებით მომარაგების მოუწესრიგებლობის გარდა, მაცხოვრელებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ხალხისთვის განკუთვნილ პროდუქტს, ქალაქის მმართველები იპარავენ. ერთ-ერთმა ჯგუფმა, ადილობრივი სამთავრობო ოფისის იატაკზე ბრინჯის ყუთები და სამზარეულოს ზეთები იპოვა და ეჭვის წარმოქმნის საფუძველიც სწორედ ეს გახდა.

wsj.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა