რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაზე შტურმი დაიწყეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტი ანდრეი ცაპლიენკო "ტელეგრამში" იუწყება.
"სწორედ ახლა ცდილობენ ქარხნის ტერიტორიაზე შეჭრას. მეტი დეტალი ჯერ არ არის", - განაცხადა ცაპლიენკომ.
მისი თქმით, ინფორმაცია მას "აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ დაუდასტურა.
"მთელი ღამე გვაბომბავდნენ, დაიღუპა ორი ქალი, ახლა კი "აზოვსტალზე" შტურმს ახორციელებენ", - განაცხადა „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა.
მისივე თქმით, შტურმამდე რუსული ავიაცია რამდენიმე საათის განმავლობაში ბომბავდა „აზოვსტალს“, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. ჟურნალისტის ინფორმაციით, მარიუპოლის ყველა რაიონში კვამლის სვეტი ჩანს.