ავტორი:

"უკრაინა გაიმარჯვებს! პუტინის ომის მანქანის ე.წ. უძლეველი ძალა უკრაინელების ქვეყნის სიყვარულზე დაიმსხვრა!" - ჯონსონის ონლაინმიმართვა უკრაინის რადაში და დიდი ოვაციები

"უკრაინა გაიმარჯვებს! პუტინის ომის მანქანის ე.წ. უძლეველი ძალა უკრაინელების ქვეყნის სიყვარულზე დაიმსხვრა!" - ჯონსონის ონლაინმიმართვა უკრაინის რადაში და დიდი ოვაციები

უკრაინის პარლამენტის წინაშე ვიდეოჩართვით გამოვიდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელსაც რადას დეპუტატები დიდი ოვაციით შეხვდნენ. ამის ამსახველ ფოტოებს უკარინის რადას ოფიციალური "ფეისბუქგვერდი" ავრცელებს. ჯონსონის მიმართვას რადას დარბაზში მყოფი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც უსმენდა.

"უკრაინა გაიმარჯვებს! პუტინის ომის მანქანის ე.წ. უძლეველი ძალა უკრაინელების ქვეყნის სიყვარულზე დაიმსხვრა!" - განაცხადა ჯონსონმა.

როგორც ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, მისი ქვეყანა გააკეთებს ყველაფერ შესაძლებელს, რათა რუსეთი ანგარიშვალდებული იყოს იმის გამო, რაც მან ჩაიდინა ბუჩაში, ირპინსა და გოსტომელში.

"მე დავდიოდი თქვენი დედაქალაქის საყვარელ ქუჩებში და საკმარისად ვნახე უკრაინელების თავისუფლების შესახებ, იმისთვის, რათა გამეგო, რომ კრემლმა მის გათვლებში ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა, საშინელი შეცდომა. მე ვუთხარი ყველას, ვისაც ვიცნობდი, ყველა ვინც მოისმენდა, რომ უკრაინა იბრძოლებს და უკრაინა მართალი იქნება, მაგრამ ჯერ კიდევ იყვნენ ისეთები, ვისაც სჯეროდა რუსეთის პროპაგანდის, რომ რუსეთის შეიარაღება იქნებოდა დაუძლეველი ძალა, რომელიც როგორც დანა კარაქში, ისე გაივლიდა და კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა.

დღეს თქვენ დაამტკიცეთ, რომ ისინი ცდებოდნენ, ყველა ის სამხედრო ექსპერტი ცდებოდა, რომელიც ამბობდა, რომ უკრაინა დაეცემოდა. პუტინის ომის მანქანის ე.წ. დაუძლეველი ძალა უკრაინელების პატრიოტიზმისა და ქვეყნის სიყვარულის უძრავ ობიექტზე დაიმსხვრა. ეს უკრაინის საუკეთესოა დროა, რომელიც მომავალ თაობებს ემახსოვრებათ“,- განაცხადა ბორის ჯონსონმა.