ავტორი:

მარიუპოლიდან ევაკუირებული 100-ზე მეტი ადამიანი, რომელთა შორის 17 ბავშვია, ზაპოროჟიაში ჩავიდა

მარიუპოლიდან ევაკუირებული 100-ზე მეტი ადამიანი, რომელთა შორის 17 ბავშვია, ზაპოროჟიაში ჩავიდა

BBC-ის ინფორმაციით, მარიუპოლიდან და მისი "აზოვსტალის" ფოლადის ქარხნიდან ევაკუირებული 127 ადამიანი უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე, ზაპოროჟიაში ​ჩავიდა.როგორც მედია წერს, მათგან ​"აზოვსტალის" ქარხნიდან ევაკუირებული 69 მშვიდობიანი მოქალაქეა, 58 კი მარიუპოლის სხვა რაიონებიდან.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კი აცხადებს, რომ "აზოვსტალის" ქარხნიდან 101 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა - მათ შორის 17 ბავშვია, მათგან ერთი ექვსი თვისაა.