ავტორი:

"ვისაუბრეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე" - ირაკლი ღარიბაშვილი საპატრიარქოში ილია მეორეს შეხვდა

"ვისაუბრეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე" - ირაკლი ღარიბაშვილი საპატრიარქოში ილია მეორეს შეხვდა
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოში მოინახულა.
ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
"დღეს, საპატრიარქოში ვესტუმრე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.
ვისაუბრეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე.
ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია მის უწმინდესობასთან შეხვედრა. უაღრესად საინტერესო და გასათვალისწინებელია მისი ბრძნული მოსაზრებები და რჩევები.
ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!" - ვკითხულობთ პოსტში.