ავტორი:

"ვინ იღებს პასუხისმგებლობას თუ ფატალური შედეგი დადგება?... ერთი პრეზიდენტი მოვკალით, მეორე სიკვდილის პირას არის, რა უნდა ვუთხრა ან ჩემს შვილებს ან მიშას შვილებს" - დავით სააკაშვილი

"ვინ იღებს პასუხისმგებლობას თუ ფატალური შედეგი დადგება?... ერთი პრეზიდენტი მოვკალით, მეორე სიკვდილის პირას არის, რა უნდა ვუთხრა ან ჩემს შვილებს ან მიშას შვილებს" - დავით სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, 4 მაისს, მიხეილ სააკაშვილის ოჯახისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შეხვედრა გაიმართება.დავით სააკაშვილის თქმით, მას სურს, რომ პატრიარქს მისი სულიერი შვილის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააცნოს.

"დღეს მთელი დღის განმავლობაში მქონდა შეხვედრები, მათ შორის ველოდები უშუალოდ პატრიარქთან შეხვედრას. რაღაც სიგნალები მივიღეთ გუშინ და დღეს სავარაუდოდ, ფიზიკურად ვერ შეძლო. სავარაუდოდ, არის შანსი, რომ ხვალ შევხვდეთ. მინდა, რომ პირადად ავუხსნა მისი სულიერი შვილის ფიზიკური მდგომარეობა და მაინტერესებს მისი რეაქცია, ისევე როგორც სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების“, - განაცხადა დავით სააკაშვილმა.

დავით სააკაშვილის თქმით, მიმდინარეობს შეხვედრები, მაგრამ პრობლემაა ის, რომ დრო ძალიან ცოტაა და მიხეილ სააკაშვილს რეალურად გადარჩენა სჭირდება.

"ერთადერთი პრობლემაა, რომ დრო გვაქვს ძალიან ცოტა. ამ კაცს სჭირდება შველა, ამ კაცს სჭირდება გადარჩენა. ვინ იღებს პასუხისმგებლობას თუ რაღაც ფატალური შედეგი დადგება ან ინვალიდობაში რომ გადაზარდოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა? ერთი პრეზიდენტი მოვკალით, მეორე პრეზიდენტი სიკვდილის პირას არის. სად მივდივართ? რა ქვეყანას ვაშენებთ? რისკენ ვისწრაფვით და რა უნდა ავუხსნათ ჩვენს შვილებს? რა უნდა ვუთხრა ან ჩემს შვილებს ან მიშას შვილებს. გავა წლები და რაღაც რომ მოხდეს, მეტყვიან, რას აკეთებდი შენ რომ გადაგერჩინა? მაინტერესებს ერთი ექიმი მაინც, ვინც იტყვის, რომ არსებული მდგომარეობა არ არის მისი სიცოცხლისთვის სარისკო“, - განაცხადა დავით სააკაშვილმა.