ავტორი:

"ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთი თავს სხვა ქვეყნებსაც არ დაესხმება" - გერმანიის კანცლერი

"ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთი თავს სხვა ქვეყნებსაც არ დაესხმება" - გერმანიის კანცლერი

უკრაინაში საერთაშორისო სამართლის დარღვევის გათვალისწინებით, ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთი თავს სხვა ქვეყნებსაც არ დაესხმება. გერმანია მხარს დაუჭერს ფინეთსა და შვედეთს, თუ ისინი ნატოში გაწევრიანებას გადაწყვეტენ - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი“ ავრცელებს.

გერმანიის კანცლერმა, შვედეთისა და ფინეთის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესრიგი დაარღვია და აიძულა ევროპა გაეძლიერებინა თავისი თავდაცვის სტრატეგია.

"ვერავინ იფიქრებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი და მთავრობა სხვა შემთხვევებში ძალადობით არ დაარღვევენ საერთაშორისო სამართალს“, - აღნიშნა შოლცმა.

ასევე ცალკე ჟურნალ Stern-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა იმპერიალისტური იყო და ის მეზობელ ქვეყნებს რუსეთის უკანა ეზოდ თვლიდა.

"მას სურს თავისი ტერიტორიის გაფართოება და საზღვრების ძალადობით დარღვევას. ის სასოწარკვეთილად ცდილობს რუსეთის ძველი მნიშვნელობის აღდგენას სამყაროში, რომელიც შეიცვალა“, - განაცხადა შოლცმა.