ავტორი:

დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება - რას აცხადებენ "თელასში"?

დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება - რას აცხადებენ "თელასში"?

კომპანია "თელასის“ ცნობით, სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილის მეურნეობის, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ლორთქიფანიძის, პოლიციის, მშვიდობის, უცნობის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III, V მიკრორაიონების, აეროდრომის დასახლების, თრიალეთის, კალოუბნის, შუამთის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება შოთა ნადირაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, წულუკიძის, ლაღიძის, შანდორ პეტეფის, მანდელშტამის, ჩაჩუას, 17 შინდისელი გმირის და ძევლევის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაინის II კვარტლის, მამისაანთუბნის, კურაპალატის, ლეჟავას, ვაზის და ისნის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რატევანის, გვაზაურის, ლიახვის, ჩარგლის, მუხრანის, ნაგომარის, შენგელაიას, ზესტაფონის, ნინუას და ბეჟანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო "სარაჯიშვილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის და ურეკის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჯავახიშვილის, ნინოშვილის, მარჯანიშვილის, ჩუბინაშვილის, კლდიაშვილის, დოლიძის, წინამძღვრიშვილის, ზურაბ ჭავჭავაძის, ტოვსტონოგოვის, 26 მაისის და კონსტიტუციის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, რეხის, ცაიშის, ეშბას და ხუდადოვის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლიზიკო ქავთარაძის და ატენის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მაყაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, ცინცაძის და ავთო ვარაზის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, დავარის და ასმათის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და ხოშარაულის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, ხიზამბარელის, ვეკუას, ხიზაბავრის, ხიზანიშვილის, ვასაძის და ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.