ავტორი:

Hyundai პირველი ავტომწარმოებელია, რომელიც NFT-ის სამყაროს შეუერთდა

Hyundai პირველი ავტომწარმოებელია, რომელიც NFT-ის სამყაროს შეუერთდა

ჰიუნდაი პირველი ავტომოწარმოებელია, რომელიც NFT-ს შეურთდა, შექმნა მისთვის ოფიციალური ვებ-გვერდი და საკომუნიკაციო არხები Discord-სა და Twitter-ზე. კომპანიის მიზანია ვირტუალურ სამყაროში NFT-ის გაზიარებით გააცნოს მომხმარებელს საკუთარი გამოცდილება, ტექნოლოგიები და გადაწყვეტილებები, რომელიც რეალურ სამყაროში მიიღო. Discord-ისა და Twitter-ის არხები 15 აპრილს გახდა ხელმისაწვდომი, ხოლო ვებ-გვერდის გახსნა მაისში ანონსდება.

ჰიუნდაის NFT-ის საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ შექმნილი არხები საშუალებას მოგვცემს თვალი ვადევნოთ მათ ღირებულებას. საკომუნიკაციო არხებში ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში განახლებადია, რაც საშუალებას მისცემს მის წევრებს რეალურ დროში განსაზღვრონ NFT-ების აქტივობები და ღირებულება.

ჰიუნდაიმ საკუთარი NFT-ს სამყაროს შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმი "metamobility universe" შექმნა, რომელიც CES 2022 -ზე წარმოდგენილი "metamobility"-ის ვირტუალური განსახიერებაა. ფილმში ნაჩვენებია Meta Kongz-ი (გორილა პეროსნაჟი), რომელიც მართავს როგორც კლასიკურ Pony-ის ასევე მის თანამედროვე Heritage სერიას დედამიწიდან მთვარემდე. ფილმის მიზანია დაგვანახოს მობილობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების შესაძლებლობები, რომელებსაც აქვთ უნარი გადალახონ დროც და სივრცეც. სიუჟეტში შესაძლებელია ვარსკვლავის ფორმის NFT-ზე თვალის მოკვრაც, რომლის გამოსვლაც მაისში ანონსდება. ვიდეოს სანახავად ეწვიეთ ბმულს:

ჰიუნდაიმ ასევე დაანონსა ფილმთან დაკავშირებული ლიმიტირებული სერიის NFT-ის შექმნა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტები მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს Hyundai NFT სამყაროს განვითარებას.

"Hyundai-ის NFT სამყარო გაზრდის ცნობიერებას ჩვენი ბრენდის შესახებ განსაკუთებით MZ თაობებში (Millennials და Generation Z). აღნიშნული წამოწყება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჰიუნდაი პროგრესული ბრენდია და მხარს უჭერს ინოვაციებს, როგორც რეალურ ასევე ვირტუალურ სამყაროში. აღმაფრთოვანებელია, რომ გვაქვს შესაძლებლობა წარმოგიდგინოთ "Metamobility"-ის იდეა ჩვენი NFT-ის საშუალებით." - თომას შემერი.

ჰიუნდაიმ CES 2022-ზეც გაგვიზიარა ხედვა მეტამობილობის კონცეპციის შესახებ, რომლის მთავარი მიზანიც ჭკვიანური მოწყობილობებს შორის მეტავერსული კავშირის დამყარებაა, რაც ვირტუალურ რეალობაში მობილობას გააუმჯობესებს და ადამიანებს მისცემს საშუალებას, გადალახონ ფიზიკური შეზღუდვები დროსა და სივრცეში.

(R)