ავტორი:

"კადიროვცებმა" მოიპარეს კომბაინები და ტრაქტორები, თუმცა მათი ჩართვა ვერ შეძლეს  - უკრაინიდან მოპარული ტექნიკის ჩეჩნეთში "მოგზაურობის" ამბავი

"კადიროვცებმა" მოიპარეს კომბაინები და ტრაქტორები, თუმცა მათი ჩართვა ვერ შეძლეს  - უკრაინიდან მოპარული ტექნიკის ჩეჩნეთში "მოგზაურობის" ამბავი

"კადიროვცებმა" უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლის ფერმიდან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარეს და მათი ნაწილი ჩეჩნეთში გაგზავნეს. როგორც CNN-ი წერს, ამის შესახებ მათ მელიტოპოლიდან ადგილობრივი უყვება, რომლის ვინაობასაც, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ ასახელებენ.

ტექნიკის ნაწილი გადაიტანეს ახლომდებარე სოფლებში, მაგრამ ზოგიერთი უფრო შორ მანძილზე "მოგზაურობას" შეუდგა.

  • ის უზრუნველყოფილი იყო GPS სისტემით, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაადგილებისთვის თვალყურის დევნების შესაძლებლობას იძლეოდა და სწორედ ასე გაირკვა, რომ ტრაქტორი ჩეჩნეთის სოფელ ზახან იურტში მიიტანეს, თუმცა ქურდებმა მისი გამოყენება ვერ შეძლეს, რადგანაც ის დისტანციური მართვის სისტემით იყო ჩაკეტილი.

"როდესაც დამპყრობლებმა მოპარული კომბაინი ჩეჩნეთში ჩაიტანეს, მიხვდნენ, რომ მათ ჩართვაც კი არ შეეძლოთ, რადგანაც დისტანციურად იყო ჩაკეტილი“, - ამბობს წყარო.

როგორც ირკვევა, ტექნიკა ახლა გროზნოს მახლობლად მდებარე ფერმაშია და სავარაუდოდ, მათ დაშლას ცდილობენ. "კომბაინი ნაწილებადაც რომ დაშალონ და გაყიდონ, რაღაც ფულს გამოიმუშავებენ", - ამბობს წყარო.

CNN-მა გაარკვია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების აღჭურვილობა წაიღეს Agrotek-იდან, წაღებული ტექნიკა მთლიანობაში დაახლოებით, 5-მილიონ დოლარადაა შეფასებული და მხოლოდ ერთი კომბაინი 300 000 დოლარი ღირს. წყაროს ცნობით, წაღებულია ორი კომბაინი, ტრაქტორი და დასათესი მოწყობილობა, სულ 27 ერთეული ტექნიკა. ერთ-ერთ მათგანს რუსული ჯარის სიმბოლო, Z დაახატეს, თითქოს სამხედრო სატვირთო მანქანა იყო.

მისივე თქმით, ოკუპანტებს შორის იყვნენ ერთგვარი მეტოქე ჯგუფები, რომლებიც ცდილობდნენ სხვადასხვა ადგილის გაქურდვა ერთმანეთისთვის დაესწროთ.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ რუსი სამხედროები იპარავენ ფერმებში აღჭურვილობებს, ასევე მარცვლეულს, ძარცვავენ საცხოვრებლებს და იპარავენ მათ შორის, სამშენებლო მასალებსაც კი.

იხილეთ ასევე: