ავტორი:

სერგეი შოიგუს განცხადებით, მარიუპოლი რუსული არმიის კონტროლის ქვეშაა, თუმცა თავდაცვის მინისტრი აღიარებს, რომ "აზოვსტალი" უკრაინელების ხელშია

სერგეი შოიგუს განცხადებით, მარიუპოლი რუსული არმიის კონტროლის ქვეშაა, თუმცა თავდაცვის მინისტრი აღიარებს, რომ "აზოვსტალი" უკრაინელების ხელშია

რუსეთის სამხედრო ძალები მარიუპოლს აკონტროლებენ, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.

"მშვიდობიანი ცხოვრება მყარდება ნაციონალისტებისაგან გათავისუფლებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიებსა და უკრაინაში. მათ შორის მარიუპოლში, რომელიც უმსხვილესი ინდუსტრიული და სატრანსპორტო კვანძია აზოვის ზღვაზე. ის რუსეთის არმიის კონტროლის ქვეშაა", - განაცხადა მან, დღეს, 4 მაისს თავდაცვის სამინისტროს "სელექტორულ თათბირზე“.

მისივე თქმით, "რუსული ძალები აგრძელებენ მცდელობას, დაარწმუნონ "აზოვსტალში“ ბლოკირებული "ნაციონალისტები“, გაათავისუფლონ მშვიდობიანი მოქალაქეები და დაყარონ იარაღი“.

შოიგუს მტკიცებით, უმაღლესი მთავარსარდლის მითითების შესაბამისად, ქარხნის ინდუსტრიულ ზონაში მყოფები "ამ ტერიტორიის მთელ პერიმეტრზე საიმედოდ არის დაბლოკილი“.

"ნაციონალისტები უგულებელყოფენ წინადადებას, გაათავისუფლონ მშვიდობიანი მოქალაქეები და დაყარონ იარაღი სიცოცხლის გადარჩენისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ღირსეული მოპყრობის გარანტიით. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მცდელობებს", - განაცხადა შოიგუმ.