ავტორი:

"პოდოლიაკი არის სამარცხვინო არსება... ჩემი თხოვნა იქნება, ჩაეძიოთ ვინ არის ის, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რას წარმოადგენდა" - კახა კალაძე

"პოდოლიაკი არის სამარცხვინო არსება... ჩემი თხოვნა იქნება, ჩაეძიოთ ვინ არის ის, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რას წარმოადგენდა" - კახა კალაძე

ასეთი არსებები, როგორიც პოდოლიაკია, არიან სამარცხვინოები და ჩემი თხოვნა იქნება, ნახეთ, ვინ არის, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რას წარმოადგენდა, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის იმ განცხადებას უპასუხა, სადაც ის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, რომელსაც საქართველოს მმართველ გუნდზე გავლენები აქვს.

კალაძის თქმით, პოდოლიაკის ეს განცხადება სამარცხვინოა.

"ჩვენ არაერთი სამარცხვინო განცხადება მოგვისმენია და ჩემი თხოვნა იქნება, ძალიან მარტივად, ჩაეძიოთ და მოიძიოთ, ვინ არის პოდოლიაკი. ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ. მე უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კავშირები მაქვს. წლების განმავლობაში ვცხოვრობდი, იქ ვთამაშობდი და ასეთი არსებები, როგორიც პოდოლიაკია, არიან სამარცხვინო. ჩემი თხოვნა იქნება, ნახეთ, ვინ არის, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რას წარმოადგენდა ვინმე პოდოლიაკი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას უპირისპირდება.

ასევე იხილეთ: