ავტორი:

"გერმანიაში დადგინდა, რომ მარტივი ოპერაცია საქართველოში არასწორად ჩატარდა" -ახალგაზრდა ქალს დახმარება სჭირდება

"გერმანიაში დადგინდა, რომ მარტივი ოპერაცია საქართველოში არასწორად ჩატარდა" -ახალგაზრდა ქალს დახმარება სჭირდება

ელენეს საზოგადოების დახმარება სჭირდება, მას ბოლო 3 წლის განმავლობაში, ხერხემლის 2 ოპერაცია ჩაუტარდა. გერმანიაში დადგინდა, რომ მარტივი ოპერაცია საქართველოში არასწორად ჩატარდა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.

ის ამჟამად ყოველდღიურად გაუსაძლის ტკივილებს განიცდის და სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია გერმანიაში, რადგან საქართველოში ამ კონკრეტული შემთხვევისთვის საჭირო მეთოდით ოპერაციები არ კეთდება.

ელენემ და მისმა ოჯახმა ყველა რესურსი ამოწურეს. მას ოპერაციასთან ერთად ესაჭიროება შემდგომი რეაბილიტაციაც, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

ელენეს დასხმარებლად შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ შემდეგ საბანკო ანგარიშებზე:

TBC - #GE82TB7182345061600027

საქართველოს ბანკი - #GE75BG0000000783771100