ავტორი:

რუსი ოკუპანტები "აზოვსტალში" შეიჭრნენ - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია

რუსი ოკუპანტები "აზოვსტალში" შეიჭრნენ - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია

რუსი ოკუპანტები აზოვსტალის ქარხანაში შეიჭრნენ - ინფორმაციას ამის შესახებ Українська правда წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის სამხედროები არიან სამოქალაქო პირებთან ერთად, ბოლო ორი დღეა შტურმი მიმდინარეობს. თუმცა აქამდე ისინი გარღვევას ვერ ახერხებდნენ.

დამატებით დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შტურმის დაწყებამდე აზოვსტალის ქარხნიდან 150-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია გახდა შესაძლებელი. მანამდე ფოლადის ქარხანას რუსი დამყრობლები ინტენსიურად ბომბავდნენ.