ავტორი:

"ეს სიმართლე არ არის, ეს სისულელეა" - დიმიტრი პესკოვი 9 მაისს მობილიზაციის გამოცხადებაზე

"ეს სიმართლე არ არის, ეს სისულელეა" - დიმიტრი პესკოვი 9 მაისს მობილიზაციის გამოცხადებაზე

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი სიცრუეს უწოდებს დასავლურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, რუსეთმა 9 მაისს საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს.

"ეს არ არის სიმართლე, ეს სისულელეა”, - აღნიშნა პესკოვმა.

გასულ კვირას ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია LBC-ის ეთერში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, 9 მაისს, „გამარჯვების დღეს“ სავარაუდოდ, საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას გეგმავს.