ავტორი:

რა ინფორმაცია აქვს უკრაინულ მხარეს ოკუპანტების "აზოვსტალში" შეჭრაზე - ალექსი არესტოვიჩის განცხადება: "ჯერჯერობით უცნობია, აიღეს თუ არა"

რა ინფორმაცია აქვს უკრაინულ მხარეს ოკუპანტების "აზოვსტალში" შეჭრაზე - ალექსი არესტოვიჩის განცხადება: "ჯერჯერობით უცნობია, აიღეს თუ არა"

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით უცნობია აიღეს თუ არა რუსებმა "აზოვსტალი".

როგორც მან "24-ე არხის“ ეთერში განაცხადა, ქარხნის ტერიტორიაზე რუსების შეჭრის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია და დაზუსტებას საჭიროებს.

"ჯერჯერობით უცნობია აიღეს თუ არა რუსებმა "აზოვსტალი". ჩვენ ოფიციალურ ანგარიშებს ველოდებით. ამჟამად თავდაცვის სამინისტრო ყველაფერს დეტალურად ამოწმებს, რათა ხალხი შეცდომაში შეიყვანოს“, - განაცხადა მან.

Украинская правда-ს ინფორმაციას რუსი ოკუპანტები მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც უკრაინელი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. გამოცემის ცნობით, „აზოვსტალში“ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს და უკრაინელ მებრძოლებთან ამ დროისთვის კავშირზე გასვლა ვერ ხერხდება.

ნახეთ ვიდეოკადრები: