ავტორი:

სასამართლომ "რუსთავი 2"-ს ნანუკა ჟორჟოლიანისთვის 82 ათასი ლარის გადახდა დააკისრა - რა განმარტებას აკეთებს ადვოკატი?

სასამართლომ "რუსთავი 2"-ს ნანუკა ჟორჟოლიანისთვის 82 ათასი ლარის გადახდა დააკისრა - რა განმარტებას აკეთებს ადვოკატი?

თბილისის საქალაქო სასამართლომ "რუსთავი 2"-დან ნანუკა ჟორჟოლიანის გათავისუფლების ბრძანება უკანონოდ ცნო და ტელეკომპანიას კომპენსაციის სახით ჯამში 82 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერესების დამცველმა თეო ზაქარაშვილმა განუცხადა.

"საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2"-დაეკისრა დაეკისრა ნანუკა ჟორჟოლიანისთვის კომპენსაციის სახით 62 000 ლარის გადახდა, ასევე ტელეკომპანიამ უნდა აუნაზღაუროს მიუღებელი დავალიანება (2019 წლის 20 აგვისტოდან), რომელიც შეადგენს დაახლოებით 20 000 ლარს..." - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, "რუსთავი 2"-ს ასევე დაეკისრა კომპენსაციის გადახდა ჟურნალისტ ნოდარ მელაძესთვის. მას ტელეკომპანიამ 80 ათასი ლარი უნდა აუნაზღაუროს.

"მოსარჩელე იყო ნოდარ მელაძე, რომლის ინტერესებსაც იცავდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და მისი იურისტი, თეო ზაქარაშვილი. რაც შეეხება მოპასუხეს, ეს იყო შპს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2". საკითხი ეხებოდა ნოდარ მელაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებულ ბრძანებას.

2019 წლის 20 აგვისტოს, ნოდარ მელაძე გაათავისუფლეს სამსახურიდან, რაც გავასაჩივრეთ, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოდ, ბათილად ცნო და აღნიშნა, რომ ნოდარ მელაძის გათავისუფლება არღვევდა სამართლებრივ უფლებებს და იყო უკანონო. სასამართლომ "რუსთავი 2"-ს დაავალა ნოდარ მელაძისთვის კომპენსაციის სახით 80 000 ლარის გადახდა", - განაცხადა ზაქარაშვილმა.

ნახეთ ვიდეო: