ავტორი:

"ერთ-ერთი ძმა კართან ნახეს გარდაცვლილი... ალბათ, გაღებას ცდილობდა" - ესპანეთში სამტრედიელი ძმები ტრაგიკულად დაიღუპნენ: რას ჰყვება ახლობელი?

"ერთ-ერთი ძმა კართან ნახეს გარდაცვლილი... ალბათ, გაღებას ცდილობდა" - ესპანეთში სამტრედიელი ძმები ტრაგიკულად დაიღუპნენ: რას ჰყვება ახლობელი?

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, სამტრედიელი ძმები, გიორგი და საბა მატარაძეები ტრაგიკულად დაიღუპნენ. როგორც AMBEBI.GE-ს გარდაცვლილების ახლობელი უყვება, ძმები ხანძრის შედეგად გამოწვეულ დაკვამლიანებას ემსხვერპლნენ.

მათივე ინფორმაციით, მატარაძეები 2 თვეა, რაც ბარსელონაში სამუშაოდ წავიდნენ.

"ბარსელონაში გარდაიცვალნენ. კორპუსის პირველ სართულს ცეცხლი გაუჩნდა. თავად მეორე სართულზე იყვნენ, ეძინათ და კვამლმა და ხმაურმა გააღვიძა, მაგრამ გვიანი იყო.

ერთ-ერთი ძმა კართან ნახეს გარდაცვლილი... ალბათ, გაღებას ცდილობდა და მეორე საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა" - გვიყვება ძმების ახლობელი.

მთავარ ფოტოზე: გიორგი და საბა მატარაძეები