ავტორი:

"რუსული რაკეტების მორიგი წვიმა უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე... მათ ჩვენი განადგურება სურთ, მაგრამ განადგურდება თავად რუსეთი" - დმიტრო კულება

"რუსული რაკეტების მორიგი წვიმა უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე... მათ ჩვენი განადგურება სურთ, მაგრამ განადგურდება თავად რუსეთი" - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთის მიერ უკრაინაში გახშირებულ სარაკეტო დარტყმებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "სარაკეტო ტერორიზმის“ მიზანი უკრაინის განადგურებაა.

"კიდევ ერთი ღამე უკრაინაში, რუსული რაკეტების მორიგი წვიმა უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე. სარაკეტო ტერორიზმით მათ ჩვენი განადგურება სურთ. მაგრამ ერთადერთი, რაც საბოლოოდ განადგურდება, არის რუსეთი და მისი უნარი შეიჭრას, დაბომბოს, მოკლას, დაძარცვოს და გააუპატიუროს,“- წერს დმიტრო კულება „ტვიტერზე“.