ავტორი:

"კუბი კონტექსტში“ - მზიურის პარკის ყოფილ საბაგიროს შენობაში ახალი სოციალური, კულტურული სივრცე იხსნება

"კუბი კონტექსტში“ - მზიურის პარკის ყოფილ საბაგიროს შენობაში ახალი სოციალური, კულტურული სივრცე იხსნება

კვირას, 8 მაისს, 16:00 საათზე, მზიურის პარკის ყოფილ საბაგიროს შენობაში ახალი სოციალური, კულტურული სივრცის გახსნაზე გიწვევთ.

"კუბი კონტექსტში“ - თანამედროვე ხელოვნების გალერეა, მედიათეკა, საგანმანათლებლო პლატფორმა და საერთო სამუშაო ადგილია, რომელიც სოციალური საწარმოს სახით იფუნქიონირებს და კულტურული პროცესების ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანებს შორის დიალოგის წარმოებას შეუწყობს ხელს.

უფუნქციოდ დარჩენილი, დაცარიელებული საბაგირო სადგურის ხელოვნების სივრცედ გარდაქმნის იდეა მხატვრებს - კოკა ვაშაკიძეს და ვასილ მაჭარაძეს ეკუთვნით.

2011 წელს დაწყებულმა ნაგებობის რეაბილიტირების პროექტმა, დასრულებული სახე

თბილისის მერიის სრული მხარდაჭერით მიიღო და მზად არის სოციო-კულტურული პროექტების განსახორციელებლად.

"კუბი კონტექსტში“ - ღია იქნება ყველასთვის, ვისაც ხელოვნება, გამოცდილების მიღება-გაზიარება, სიმწვანე და მყუდრო გარემოში, კომფორტულად ყოფნა უყვარს.

ურთიერთობისა და სოლიდარობის საფუძველზე შექმნილი ნამუშევრების გარდა, გახსნის გამოფენის ერთ-ერთ ექსპონატს თავად კუბი წარმოადგენს, რომელიც საზოგადოებას დიალოგში ჩასართავად იწვევს.

რეალური დროის ანარეკლს შეხვდებით მედიათეკის ნაწილშიც, სადაც პირველი პრეზენტაციის სახით, თანამედროვე უკრაინელი პოეტების კრებული და ქართველი პოეტების მიერ, მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსები იქნება წაკითხული.

ნამუშევრების ავტორები:

გალაქტიონ ერისთავი

გოჩა ჟღენტი

დავით ჩიხლაძე / მარიამ შერგელაშვილი

დიმა დადიანი

ვატო წერეთელი

მამუკა სამხარაძე

მამუკა ჯაფარიძე

მარიამ ნატროშვილი / დეთუ ჯინჭარაძე

უცნობი ავტორი

შოთა იათაშვილი

არქიტექტურა: გია აბულაძე / თორნიკე აბულაძე

კრებული: “თანამედროვე უკრაინელი პოეტები”

ინიციატორები: ანუკა ლომიძე, ვასილ მაჭარაძე, კოკა ვაშაკიძე

ანა გოგუაძეს მადლობა პროექტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

პროექტის მთავარი მხარდამჭერი: ქალაქ თბილისის მერია

კუბის მეგობარი: თიბისი ბანკი

სპონსორები: “ინტელკომ ჯგუფი”, “ფიშაი”, “ვაიფიშერი”, “მალონგო”;

პარტნიორები: “აჰუაჰუ - ფონდი კულტურის განვითარებისთვის”, ” თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი”, “საქართველოს ეროვნული კინოცენტრი”, გამომცემლობა “პალიტრა L”, საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი "არტისტერიუმი", “თბილისის არტ-თერაპიის ინსტიტუტი”, “ბოლნისის არტ ჰაუსი”;

მედიათეკის მხარდამჭერები: “საბჭოთა კვლევის ლაბორატორია”, “ბიოლის ფონდი”, “გოეთეს ინსტიტუტი”, “მწერალთა სახლი”, “აგორა”, “კინოცენტრი”, “სულაკაურის გამომცემლობა”, “ფონდი ღია საზოგადოება”, “ლიტერატურის მუზეუმი”, “პალიტრა L”;

ბიზნესმხარდამჭერები: “იმფაქთორი”, “პიარ სააგენტო კომში”, “ტოპლაინ ქონსთრაქშენი”, “მუზაშვილის ტრენინგ ცენტრი”, “საერთაშორისო სავაჭრო პალატა”;

მისამართი: თბილისი, მზიურის პარკი, შენობა-ნაგებობა #5;

სივრცე ადაპტირებულია.