ავტორი:

"ჩვენ ვერასდროს შევძლებთ რუსეთთან ომის მოგებას - რაც ნამდვილად გვჭირდება, არის უფრო სწრაფი, საიმედო გზა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისკენ" - პრეზიდენტი

"ჩვენ ვერასდროს შევძლებთ რუსეთთან ომის მოგებას - რაც ნამდვილად გვჭირდება, არის უფრო სწრაფი, საიმედო გზა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისკენ" - პრეზიდენტი

ის, რაც ნამდვილად გვჭირდება, არის უფრო სწრაფი, საიმედო გზა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისკენ. სწორედ აქ ვხედავთ ჩვენს მაქსიმალურ უსაფრთხოებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მაქსიმალური უსაფრთხოება არ შეიძლება იყოს ომი, ვინაიდან ქვეყანა რუსეთთან ომს ვერ მოიგებს.

"საქართველოს მაქსიმალური უსაფრთხოება ომი ვერ იქნება, რადგან ჩვენ ვერასდროს შევძლებთ რუსეთთან ომის მოგებას,“- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.