ავტორი:

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევითი ოპერაციები ორი მიმართულებით დაიწყეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევითი ოპერაციები ორი მიმართულებით დაიწყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხარკოვისა და იზიუმის მიმართულებით კონტრშეტევითი ოპერაციები დაიწყეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატების შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ მარკ მილისთან უკრაინაში შეიარაღებული აგრესიის ოპერატიული ვითარება განიხილა.

"ტრადიციულად ვაცნობე ჩემს ამერიკელ კოლეგას ოპერატიული ვითარების შესახებ. კერძოდ, მტრის მთავარი ძალისხმევის ლუგანსკის მიმართულებით გადატანის შესახებ, სადაც სასტიკი ბრძოლები გრძელდება პოპასნაიას, კრემენაიასა და ტორსკის მიდამოებში. ასევე, ხარკოვისა და იზიუმის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევაზე გადასვლის შესახებ“, - განაცხადა ზალუჟნიმ.

იხილეთ ასევე: