ავტორი:

"დასავლეთს შეუძლია მშვიდად იძინოს... რაღაც ომის დაწყება დასავლეთში საერთოდ არ შედის ბელარუსის ინტერესებში" - ალექსანდრ ლუკაშენკო

"დასავლეთს შეუძლია მშვიდად იძინოს... რაღაც ომის დაწყება დასავლეთში საერთოდ არ შედის ბელარუსის ინტერესებში" - ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, მინსკი შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებაში დაინტერესებული არ არის.

მისი თქმით, ბელარუსი არ ემუქრება ევროპის უსაფრთხოებას. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"უფრო მეტიც, არავისზე დამუქრებაც არ შეგვიძლია: ვიცით წინააღმდეგობას ვინც გვიწევს. ამიტომ რაიმე კონფლიქტის დაწყება, დასავლეთში რაღაც ომის დაწყება საერთოდ არ შედის ბელარუსის სახელმწიფოს ინტერესებში. ამიტომ დასავლეთს შეუძლია მშვიდად იძინოს“,- განაცხადა ლუკაშენკომ.