ავტორი:

"ჩვენ ავაშენებთ თქვენს სკოლებს, ინსტიტუტებს, საავადმყოფოებს - ეს პროცესი უნდა დაიწყოს დღეს" - შარლ მიშელი უკრაინის პრეზიდენტს

"ჩვენ ავაშენებთ თქვენს სკოლებს, ინსტიტუტებს, საავადმყოფოებს - ეს პროცესი უნდა დაიწყოს დღეს" - შარლ მიშელი უკრაინის პრეზიდენტს

დაგეხმარებით, რომ თქვენი ქვეყნის ეკონომიკა ავაშენოთ - ჩვენ ავაშენებთ თქვენს სკოლებს, ინსტიტუტებს, საავადმყოფოებს. უნდა იცოდეთ, რომ ეს არ არის შორეული ხედვა, ეს პროცესი უნდა დაიწყოს დღეს,- ასე მიმართა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტს ვარშავაში, დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, მეტი უნდა გაკეთდეს, რათა უკრაინას პრაქტიკული დახმარება გაუწიონ.

"რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტ ზელენსკისთან განვიხილე სოლიდარობის ფონდის იდეა. საბოლოოდ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ეს ფონდი და ამ გზით დაგვემტკიცებინა ჩვენი და ჩვენი დონორების ერთგულება უკრაინისადმი. ფოკუსირებულები ვართ უკრაინის დახმარებაზე და მის რეკონსტრუქციაზე, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირებზე. მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ პრაქტიკული დახმარება გავუწიოთ უკრაინას. დაგეხმარებით, რომ თქვენი ქვეყნის ეკონომიკა ავაშენოთ - ჩვენ ავაშენებთ თქვენს სკოლებს, ინსტიტუტებს, საავადმყოფოებს. უნდა იცოდეთ, რომ ეს არ არის შორეული ხედვა. ეს პროცესი უნდა დაიწყოს დღეს. სოლიდარობის ნდობის ფონდი ნიშნავს იმას, რომ გვჯერა უკრაინის და ერთად ავაშენებთ მოდერნიზებულ და წარმატებულ ქვეყანას. სოლიდარობის ნდობის ფონდი კი იქნება საწყისი ევროპის მარშალის ფონდის“,- განაცხადა შარლ მიშელმა, რომლის განცხადების თარგმანსაც ტელეკომპანია "რუსთავი 2“ ავრცელებს.