ავტორი:

"თაკო ჩარკვიანმა ვერ მიაღწია იმას, რომ ხალხი ლეიბებით გამოცვივდეს და რუსთაველზე გაწვეს" - გია ვოლსკი

"თაკო ჩარკვიანმა ვერ მიაღწია იმას, რომ ხალხი ლეიბებით გამოცვივდეს და რუსთაველზე გაწვეს" - გია ვოლსკი

“ნაცმოძრაობაში“ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ პოლიტიკურ ველზე თავი შეინარჩუნონ და არ ჩამოყალიბდნენ როგორც "ზონდერ ჯგუფი“, რომელიც მხოლოდ რევოლუციაზე ფიქრობენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში აღნიშნა, ის არ იზიარებს “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, რომ მან პროცესი მიაძინა.

“საზოგადოების ანტიპატია გაჩნდა იმ პროცესის მიმართ, რომელიც ქართულ საზოგადოებასა და ქართულ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას კარნახობს, საომარ მოქმედებებში ჩაერთოს და საქართველოში ცეცხლის ალი გადმოიტანოს, მიიღოს ეკონომიკური თვითდაზიანება და დესტაბილიზაციას შეუწყოს ხელი. ეს აშკარაა - ვერც თაკო ჩარკვიანმა მიაღწია იმას, რომ ხალხი ლეიბებით გამოცვივდეს და რუსთაველზე გაწვეს“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.