ავტორი:

"უკრაინელმა სამხედროებმა "აზოვსტალიდან” ოკუპანტები უკუაგდეს" - ალექსი არესტოვიჩი

"უკრაინელმა სამხედროებმა "აზოვსტალიდან” ოკუპანტები უკუაგდეს" - ალექსი არესტოვიჩი

"აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფმა უკრაინელმა დამცველებმა ოკუპანტების შტურმი მოიგერიეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, „აზოვსტალში“ ბრძოლები გრძელდება და უკრაინელი ჯარისკაცები მამაცურად უწევენ წინააღმდეგობას მტრის ძალებს.

"გუშინ რუსული ჯარები შევიდნენ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, მაგრამ ჩვენმა დამცველებმა განდევნეს. ახლა ვაჯამებთ ინფორმაციას“, - განაცხადა არესტოვიჩმა.