ავტორი:

გადარჩენილები - ცრემლები და ემოციების ზღვა: "აზოვსტალიდან" ევაკუირებული ადამიანების ფოტოები

გადარჩენილები - ცრემლები და ემოციების ზღვა: "აზოვსტალიდან" ევაკუირებული ადამიანების ფოტოები

მარიუპოლში, აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში გამაგრებული "აზოვის პოლკი" უკრაინელთა წარმოუდგენელი სიმამაცის, გამბედაობისა და გმირობის სიმბოლო გახდა.

"აზოვსტალი" ეს ის ადგილია, რომლის აღებასაც რუსული ჯარი მთელი ძალით ცდილობს, თუმცა არ გამოსდის.

ფოლადის ქარხნის ბუნკერში აზოვის ბატალიონის წევრებთან ერთად თავს აფარებდა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა ნაწილის ევაკუირებაც მოხერხდა. ნახეთ ფოტოები, რომელზეც ყველაზე უკეთ ჩანს გადარჩენილთა პირველი ემოციები ფოლადის ქარხნის დატოვების შემდეგ.