ავტორი:

"მივმართავ უმაღლეს მთავარსარდალს, რომ იზრუნოს დაჭრილ ჯარისკაცებზე - ისინი ტანჯვით იხოცებიან" - "აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილე ზელენსკის მიმართავს

"მივმართავ უმაღლეს მთავარსარდალს, რომ იზრუნოს დაჭრილ ჯარისკაცებზე - ისინი ტანჯვით იხოცებიან" - "აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილე ზელენსკის მიმართავს

"აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და მოუწოდა, იზრუნოს დაჭრილ ჯარისკაცებზე.

ვიდეომიმართვა პალამარმა "ტელეგრამის" გვერდზე გაავრცელა.

"უკვე მესამე დღე-ღამეა, რაც მტერი "აზოვსტალის" ტერიტორიაზე შემოიჭრა. გრძელდება მძიმე სისხლისმღვრელი ბრძოლები. თავდაცვითი ძალები უკვე 71 დღეა ერთი-ერთზე ებრძვიან მოწინააღმდეგის რაოდენობრივად მეტ ძალებს. რუსებმა მორიგ ჯერზე დაარღვიეს პირობა ცეცხლის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით და სამოქალაქო პირებს ევაკუაციის საშუალება არ მისცეს, რომლებიც კვლავ ქარხნის სარდაფებში იმალებიან.

მოვუწოდებთ მსოფლიო საზოგადოებას, ხელი შეუწყოს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას და პირადად მივმართავ უმაღლეს მთავარსარდალს, რომ იზრუნოს დაჭრილ ჯარისკაცებზე, რომლებიც საშინელი ტანჯვით იხოცებიან შეუსაბამო მკურნალობის პირობებში. მოგვეცით მებრძოლების ცხედრების გატანის საშუალება, რათა უკრაინელებმა შეძლონ თავიანთ გმირებთან დამშვიდობება. შესაბამისი რეაგირება მოახდინეთ კრიტიკულ ვითარებაზე, რომელშიც მოწინააღმდეგე არ იცავს არანაირ ეთიკურ ნორმებს, კონვენციებს ან კანონებს, ანადგურებს რა ადამიანებს მთელი მსოფლიოს თვალწინ და ხელმძღვანელობს დაუსჯელობით“,- განაცხადა პალამარმა.

ნახეთ ვიდეო: