ავტორი:

"პოლონეთში ერთ-ორ სიტყვას გადააბამს ღარიბაშვილი ინგლისურად, აქ კი უკრაინის თანამდებობის პირებს მკვდარს და ცოცხალს აგინებენ" - გიორგი კანდელაკი

"პოლონეთში ერთ-ორ სიტყვას გადააბამს ღარიბაშვილი ინგლისურად, აქ კი უკრაინის თანამდებობის პირებს მკვდარს და ცოცხალს აგინებენ" - გიორგი კანდელაკი

საკუთარი ორაზროვანი ქცევით, "ნაციონალური მოძრაობა" უნებლიედ ეხმარება ამ კოლაბორაციონისტულ რეჟიმს, რომ დემოკრატიული ფასადი გაუკეთოს - "ნაციონალური მოძრაობა“ ბუნდოვანებას ქმნის, მოქალაქეებს აბნევს, ძალიან ცუდი იმპულსი შეაქვს იმ აპათიაში, რომელიც არსებობს, მათ შორის, აზიანებს მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც კანდელაკი განმარტავს, შეცდომების კასკადი, რაც ოპოზიციამ დაუშვა, პირველ რიგში კი„ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხელს უწყობს „სიტუაციის აზელვას“, რომელიც ამ კონკრეტულ საკითხსაც აზიანებს.

"სჯობს "ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოყალიბდეს, ეს პუტინისტური რეჟიმია, თუ რეჟიმი, რომელსაც საკომიტეტო მოსმენებს უმართავ და დელეგაციებში მონაწილეობ.

საკუთარი ორაზროვანი ქცევით, „ნაციონალური მოძრაობა“ უნებლიედ ეხმარება ამ კოლაბორაციონისტულ რეჟიმს, რომ დემოკრატიული ფასადი გაუკეთოს. "ნაციონალური მოძრაობა“ ბუნდოვანებას ქმნის, მოქალაქეებს აბნევს, ძალიან ცუდი იმპულსი შეაქვს იმ აპათიაში, რომელიც არსებობს, მათ შორის, აზიანებს მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც. მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია. ქვეყანას კოლაბორაციონისტული ​რეჟიმი მართავს. ამავე დროს, შეცდომების კასკადი, რაც ოპოზიციამ დაუშვა, პირველ რიგში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ , ხელს უწყობს სიტუაციის აზელვას, რომელიც ამ კონკრეტულ საკითხსაც აზიანებს“,- აღნიშნავს კანდელაკი.

მან "ნაციონალური მოძრაობის" ცალკეული წევრების განცხადებაზეც ისაუბრა, სადაც არ გამორიცხავენ პარლამენტის დატოვებას.

კითხვაზე, თუ რას შეცვლის საკანონმდებლო ორგანოს დატოვება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში „ქართული ოცნების“ პოზიციებში, კანდელაკი განმარტავს, რომ ეს „სიცხადეს შემოიტანს“.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარლამენტის დატოვებას "გადამწყვეტი აზრი აქვს" და მისთვის გაუგებარია, "რით ვერ იმსჯელეს ამდენი ხანი".

"გადამწყვეტი აზრი აქვს. რით ვერ იმსჯელეს ამდენი ხანი ვერ გავიგე. როდესაც ოპოზიციის ხმების 60%-ის მქონე პარტიები არ იყვნენ პარლამენტში, ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ჰქონდა. როდესაც ყველაზე დიდი ელექტორალური მხარდამჭერის მქონე პარტია შევიდა პარლამენტში, მაშინ, როდესაც მისი ლიდერები უწოდებდნენ, რომ ვინც შევა პუფი იქნებაო, ამით დაეხმარა „ქართულ ოცნებას“ რაღაც პროცესის ლეგიტიმაციაში. „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში შესვლით საერთაშორისო წნეხი მოეხსნა. საერთაშორისო პრობლემა მოეხსნა“,- აცხადებს კანდელაკი.

კითხვაზე, თუ რა დანიშნულება ექნება საპროტესტო აქციებს, თუ "ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტიდან გავა, კანდელაკის შეფასებით, დემოკრატიულობის იმიტაცია და კოლაბორაციონისტული რეჟიმის ფასადად გადაქცევა ძალიან უშლის ხელს საპროტესტო აქციებს.

"დემოკრატიულობის იმიტაცია საპროტესტო აქციებს ეხმარება? საპროტესტო აქციებს ეხმარება კოლაბორაციონისტული რეჟიმის ფასადად გადაქცევა? მოქალაქეების მზაობას, რომ გამოვიდნენ ამა თუ იმ თემაზე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ეხმარება, თუ ხელს უშლის?! ჩემი აზრით, ძალიან უშლის ხელს“,- განაცხადა მან.

კანდელაკმა მმართველი გუნდის პოზიციებზეც ისაუბრა უკრაინასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ისე იქცევა, როგორც რუსეთის რბილი სატელიტი.

მისი თქმით, პრემიერი , ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთში კონფერენციაზე „ერთ-ორ სიტყვას გადააბამს ინგლისურად, შემდეგ კი ჩამოდიან და უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებს მკვდარს და ცოცხალს აგინებენ, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ“.

"საქართველომ ფსონი დადო რუსეთის გამარჯვებაზე. საქართველოს მთავრობა იქცევა, როგორც რუსეთის რბილი სატელიტი. ახლა კი ჩავიდა პრემიერი პოლონეთში კონფერენციაზე, მაგრამ ცხონებულ იასირ არაფატს ჰქონდა ასეთი თვისება, ტერორისტულ აქტებს, რომ აწყობდნენ ერთ პრეს-რელიზს გამოსცემდა არაბულ ენაზე - "სიკვდილი ისრაელს“, მეორე პრეს-რელიზს გამოსცემდა ინგლისურად - "ჩვენ გვინდა მშვიდობა“, ასე იქცევიან.

ალბათ, იქ ერთ-ორ სიტყვას გადააბამს ინგლისურად ღარიბაშვილი და აქ ჩამოდიან და უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებს მკვდარს და ცოცხალს აგინებენ, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ. „ქართული ოცნების“ მთავრობა დიდი ხანია რუსეთის გამარჯვებაზე დებს პოლიტიკურ ფსონს“,- აღნიშნავს კანდელაკი.