ავტორი:

"უთანხმოების შემდეგ ტელეფონით ისაუბრეს" - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლაფ შოლცი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში მიიწვია

"უთანხმოების შემდეგ ტელეფონით ისაუბრეს" - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლაფ შოლცი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კიევში პოტენციურ ვიზიტთან დაკავშირებით, უთანხმოების შემდეგ ტელეფონით ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა ,,დოიჩე ველე" ავრცელებს.

გერმანიის პრეზიდენტის სპიკერის ინფორმაციით, საუბრისას ლიდერებმა ბოლო დიპლომატიური კონფლიქტი მოაგვარეს.

"გერმანიის პრეზიდენტმა რუსი აგრესორების წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის გაბედული ბრძოლის მიმართ თავისი სოლიდარობა, პატივისცემა და მხარდაჭერა გამოხატა. ორივე პრეზიდენტმა დისკუსია შეაფასა როგორც ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი", - განაცხადა სპიკერმა.

პრეზიდენტის ოფისმა ასევე განაცხადა, რომ ზელენსკიმ შოლცი და შტაინმაიერი კიევში მიიწვია.

როგორც მედია წყაროზე დაყრდობით წერს, წარსული უთანხმოება განიმუხტა.

"წარსული გაღიზიანება გარკვეულია", - განაცხადა წყარომ.

უკრაინის პირველი პირი "ტვიტერის" გვერდზე აღნიშნულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა და შეაფასა როგორც კონსტრუქციული და მნიშვნელოვანი.

"კარგი, კონსტრუქციული და მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა გერმანიის პრეზიდენტ ბატონ შტაინმაიერთან. უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე, რომლის გაძლიერება მოსალოდნელია. რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად გერმანიის ლიდერობა მნიშვნელოვანია. იგი ფრონტის ხაზზე არსებული ვითარებისა და მარიუპოლის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია", - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, გერმანიის პრეზიდენტი აპრილის შუა რიცხვებში კიევში ვიზიტს გეგმავდა, თუმცა როგორც ცნობილია, მას ვიზიტზე უარი ეთქვა.