ავტორი:

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ერთი პირი დააკავეს - რა მოხდა მთავრობის ადმინისტრაციასთან?

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ერთი პირი დააკავეს - რა მოხდა მთავრობის ადმინისტრაციასთან?

მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცავებმა ერთი ადამიანი დააკავეს.

როგორც დაკავებულის დედა, მაია ორჯონიკიძე აცხადებს, დაკავებამდე პოლიციელმა მის შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"ეს აღარ არის პოლიცია, ეს არის ძაღლობა, საქართველოს გამყიდველი ძაღლობა, პუტინის ორკებად იქცნენ", - განაცხადა დაკავებულის დედამ მაია ორჯონიკიძემ.