ავტორი:

KTW ჯგუფის საერთაშორისო აღიარება Dubai International Taste Awards-ზე

KTW ჯგუფის საერთაშორისო აღიარება Dubai International Taste Awards-ზე

Dubai International Taste Awards-ზე KTW ჯგუფის ოთხმა ღვინომ უმაღლესი შეფასება მიიღო. "შატო ასკანის" ცოლიკაურმა პლატინიუმის, "შატო მანავისა" და "გურამიშვილის მარნის" ღვინოებმა კი, - ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

"შატო ასკანის" ცოლიკოური მაღალი ხარისხის ოქროსფერი ღვინოა, რომელიც ხილის მსუბუქი ტონებით და დაბალანსებული გემოთი ხასიათდება. „შატო ასკანა“ გურიაში, სოფელ ასკანაში გურული ვაზის ჯიშების აღორძინებისა და დასავლეთური ყურძნის ჯიშების პოპულარიზაციის მიზნით, KTW ჯგუფმა 2021 წელს ააშენა.

„შატო ასკანაში“ ევროპული მეთოდით - უმაღლესი ხარისხის წყნარი, კლასიკური მეთოდით - ცქრიალა და მუხის კასრებში დაძველებული ღვინო მზადდება. „შატო ასკანის“ პროდუქცია შეზღუდული რაოდენობით იწარმოება და უმაღლესი კლასის სასმელებს მიეკუთვნება.

„შატო მანავის“ ოქროსა და ვერცხლის მფლობელი ღვინოები - ხიხვი და მუკუზანი კახური ყურძნის ჯიშებია. ხიხვი ღია ჩალისფერი ღვინოა, რომელსაც ციტრუსის ტონები ახასიათებს. მუკუზანი კი, მუხის კასრში დავარაგებული მუქი ძოწისფერი ღვინოა, რომელიც ხავერდოვანი გემოთი გამოირჩევა. „შატო მანავის“ საწარმო საგარეჯოს რაიონში, სოფელ მანავში მდებარეობს, რომელიც 2017 წელს გაიხსნა და აქ, KTW ჯგუფის ღვინის ის ძირითადი ასორტიმენტი იწარმოება, რომელიც ექსპორტზე გადის.

„გურამიშვილის მარნის“ თავკვერი ქართლის ენდემური ყურძნის ჯიშია. მისგან მუქი ლალისფერი ღვინო დგება. ხასიათდება დაბალანსებული, ჰარმონიული გემოთი.

„გურამიშვილის მარნის“ პროდუქციამ საერთაშორისო წარმატება უკვე არაერთხელ მოიპოვა და ღვინის მოყვარულ საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

აქ წარმოებულ ღვინოებს ქართლის რეგიონის ტრადიციული მშრალი ღვინოებისთვის დამახასიათებელი ავთენტური გემო სრულად აქვს შენარჩუნებული.

აღსანიშნავია, რომ „გურამიშვილის მარნის“ ზოგიერთ პროდუქციაზე შეკვეთები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ერთი წლით ადრე მიიღება.

R