ავტორი:

რუსეთმა "აზოვსტალზე" საავიაციო შტურმი განაახლა, გრძელდება სახმელეთო ბრძოლაც - როგორია ბოლო ცნობები "აზოვსტალის" ქარხნიდან

რუსეთმა "აზოვსტალზე" საავიაციო შტურმი განაახლა, გრძელდება სახმელეთო ბრძოლაც - როგორია ბოლო ცნობები "აზოვსტალის" ქარხნიდან

ბოლო ცნობების მიხედვით, ქალაქ მარიუპოლში, "აზოვსტალის“ ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ბლოკირება გრძელდება.

"მტერმა, ქარხნის ტერიტორიაზე კონტროლის დაწესების მიზნით, ავიაციის მხარდაჭერით, შტურმი განაახლა", - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

გარდა საავიაციო თავდასხმისა, გრძელდება სახმელეთო ბრძოლებიც და როგორც აზოვსტალში გამაგრებული ჯარისკაცები თვითონვე ავრცელებენ ინფორმაციას, რუსები ქარხნის ტერიტორიაზე არიან შეჭრილები.

ასევე აღსანიშნავია, რომ ქარხნის ბუნკერებში კვლავ რჩებიან მშიდობიანი მოქალაქეები და მათი ევაკუაციის პროცესის განახლება დღეისთვისაა დაგეგმილი, თუმცა უცნობია ეს რამდენად მოხერხდება, რადგანაც "აზოვსტალი" ახლა ინტენსიურად იბობმება.

პარალელურად, გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთი ყველანაირად შეეცდება მარიუპოლში გარკვეულ წინსვლას 9 მაისამდე მიაღწიოს, რათა მე-2 მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს სიმბოლური წარმატება აღნიშნოს.

"მარიუპოლში რუსეთის ძალისხმევა პერსონალის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის დანაკარგების ხარჯზე მოხდა. სანამ უკრაინული წინააღმდეგობა გრძელდება "აზოვსტალში“, რუსული დანაკარგები კვლავ გაიზრდება“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.

იხილეთ ასევე: