ავტორი:

"ადამიანები იღუპებიან, ზოგი შიმშილით.. ჩვენ დრო აღარ გვაქვს, ისიც არ ვიცი, ხვალ ვიქნები თუ არა, გააჩერეთ ეს კოშმარი." - "აზოვსტალიდან" ექიმი დახმარებას ითხოვს

"ადამიანები იღუპებიან, ზოგი შიმშილით.. ჩვენ დრო აღარ გვაქვს, ისიც არ ვიცი, ხვალ ვიქნები თუ არა, გააჩერეთ ეს კოშმარი." - "აზოვსტალიდან" ექიმი დახმარებას ითხოვს

მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხანა, სადაც "აზოვის პოლკის" წევრები და მათთან ერთად მშვიდობიანი მოქალაქეები არიან გამაგრებულნი, უკვე კვირებია რუსი დამპყრობლების შეტევის მთავარი ობიექტია. მიუხედავად ძალისხმევისა, რუსეთი ჯერჯერობით ვერ ახერხებს წარმატების მიღწევას. "აზოველი" მებრძოლები სიმამაცისა და გაუტეხლობის საოცარ მაგალითს აჩევენებენ.

ვითარება უკიდურესად რთულია. ქარხნის ბუნკერებში არიან დაჭრილები. "აზოვიდან" იქ არსებული მდგომარეობის შესახებ ყოველ დღე ვრცელდება ვიდეოები, ვიდეო მიმართვებს ავრცელებენ ბატალიონის წევრები და დახმარებას ითხოვენ.

  • გავრცელდა კიდევ ერთი მიმართვა "აზოვსტალის" ქარხნიდან, სადაც იქ მყოფი ექიმი შექმნილ ურთულეს ვითარებაზე საუბრობს და ის დახმარებას თურქეთს სთხოვს.

"დღეს უკვე აღარ მახსოვს ომის მერამდენე დღეა, ადამიანები იღუპებიან, ზოგი შიმშილით, ზოგი ტყვიით. დაჭრილები კვდებიან მედიკამენტების დეფიციტისა და საშინელი პირობების გამო. ჩვენ დრო აღარ გვაქვს, ისიც არ ვიცი ხვალ ვიქნები თუ არა. ყირიმელი თათარი ვარ, გირეების შთამომავალი, მუსლიმანი. ომამდე სამედიცინო განათლება მივიღე. ახლა "აზოვსტალში“ დაჭრილებს სამედიცინო დახმარებას ვუწევ.

ომამდე სიკვდილი არასდროს მინახავს. სასწრაფო დახმარების ბრიგადაში ვმუშაობდი და როგორც შემეძლო, ადამიანებს ყოველთვის ვეხმარებოდი. ახლა ძალიან მტკივნეულია, როცა ადამიანები ანტიბიოტიკის დეფიციტის გამო ხელში გვიკვდებიან... 2022 წელს, ღია ჭრილობების გამო...

გამუდმებით გვბომბავენ ციდან, ზღვიდან და მიწიდან. გთხოვთ, აზოვსტალის ტერიტორიიდან ყველა ადამიანის ევაკუაცია უზრუნველყოთ. გააჩერეთ ეს კოშმარი. თქვენიდან 260 კმ-ის დაშორებით ანადგურებენ ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ საკუთარ მიწას, ქალებსა და ბავშვებს იცავენ. ჩვენ არავის დავხსმივართ თავს.

თურქეთსა და უკრაინას ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ. თქვენ და თქვენს ქვეყანას ჩვენი რეგიონის პოლიტიკაში დიდი წონა გაქვთ. ჩვენ არ ვიცით, ვის მივწეროთ და ვის მივმართოთ. ამიტომ მოგმართავთ თქვენ, გულწრფელად მჯერა, რომ ღმერთი არ დატოვებს ჩვენს კეთილს საქმეებს და თქვენ დაგვეხმარებით", - ამბობს ექიმი მიმართვაში.

ნახეთ ვიდეო: