ავტორი:

"გიდასტურებთ, რომ ამ განცხადების შემდეგაც მქონდა კონტაქტი" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე თენგიზ ცერცვაძის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე

"გიდასტურებთ, რომ ამ განცხადების შემდეგაც მქონდა კონტაქტი" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე თენგიზ ცერცვაძის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე

თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას არ დატოვებს. ის იმდენად დიდი პატრიოტია ქვეყნის, საქმის და სისტემის, არ მგონია, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მას თენგიზ ცერცვაძესთან რამდენჯერმე ჰქონდა კონტაქტი, როდესაც თანამდებობიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

"თენგიზ ცერცვაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექიმია. მე მასთან მუდმივად მაქვს კონტაქტი, გიდასტურებთ, რომ ამ განცხადების შემდეგაც მქონდა კონტაქტი. ვფიქრობთ, ეს საკითხი გადაწყვეტილია. თანამდებობას არ დატოვებს. ის იმდენად დიდი პატრიოტია ქვეყნის, საქმის და სისტემის, არ მგონია, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს",- აღნიშნავს გამყრელიძე.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულს გამოეხმაურა, თავად თენგიზ ცერცვაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ნამდვილად ფიქრობდა სამსახურიდან წასვლაზე ერთადერთი მიზეზით, „ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილია უკიდურესად უსამართლო, სინამდვილისგან და საღი აზრისგან სრულიად აცდენილ და აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებების და ბრალდებების გამო“. როგორც ის განმარტავს, ცდილობენ დააბრალონ, რომ სხვებთან ერთად მონაწილეობას იღებდა COVID-ის მართვისთვის გამყოფილი 1 მილიარდი ლარის მითვისებაში.

ასევე იხილეთ: