ავტორი:

რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება

რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება

რუსთავის ციხესთან "ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეებმა ადგილზე საქართველოსა და უკრაინის დროშები გაშალეს.

აქციის მონაწილეები მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად "მიშა, მიშას”და "თავისუფლება მიშას” სკანდირებენ. ისინი სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ.

აქციასთან დაკავშირებით ამ დროისთვის საავტომობილო გზა გადაკეტილია. ადგილზე შეკრებილებს სიტყვით "ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები მიმართავენ.