ავტორი:

"ამერიკულ მხარეს ვეუბნები, რომ უკრაინული პრიორიტეტის მიღმა, არ უნდა დავივიწყოთ საქართველო და მოლდოვა" - რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი ფრანგული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში

"ამერიკულ მხარეს ვეუბნები, რომ უკრაინული პრიორიტეტის მიღმა, არ უნდა დავივიწყოთ საქართველო და მოლდოვა" - რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი ფრანგული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში

ვფიქრობ, არის ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერა, ასევე უნდა იყოს მეტი სიტყვიერი და პოლიტიკური მხარდაჭერა - სწორედ ეს იყო ჩემი გზავნილი ვაშინგტონისთვის, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა PARIS MATCH-თან ინტერვიუში ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას - საკმარისია საქართველოსთვის გაცემული მხარდაჭერა იმ სიტუაციაში, როდესაც ყველა თვალი უკრაინისკენაა მიმართული?

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რუსეთს არ უნდა გაეგზავნოს მესიჯი, რომ უკრაინის კონფლიქტზე ყურადღების გადატანის გამო, შესაძლოა, იყოს ოდნავი ყურადღების მოდუნება.

"ვფიქრობ, არის ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერა, ასევე უნდა იყოს მეტი სიტყვიერი და პოლიტიკური მხარდაჭერა - სწორედ ეს იყო ჩემი გზავნილი ვაშინგტონისთვის. ევროპული მხარის მთავარი მხარდაჭერა არის ის, რომ ინტეგრაციის პროცესის ეს დაჩქარება რეალობად იქცეს და არა მხოლოდ განცხადებად და მიმაჩნია, რომ ევროპის ქვეყნების მხრიდან ახლებური მიდგომა არსებობს.

ამერიკულ მხარეს მე ვეუბნები, რომ უკრაინული პრიორიტეტის მიღმა, (რაც ეჭვგარეშეა), არ უნდა დავივიწყოთ საქართველო და მოლდოვა: რუსეთს არ უნდა გაეგზავნოს მესიჯი, რომ უკრაინის კონფლიქტზე ყურადღების გადატანის გამო, შესაძლოა, იყოს ოდნავი ყურადღების მოდუნება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუში საუბრობს რუსეთ-უკრაინის ომზე და აღნიშნავს, რომ ყველას გაუკვირდა, მათ შორის მასაც და რუსეთის ხელმძღვანელობასაც ომის ამდენ ხანს გაგრძელება.

"ყველას გაუკვირდა, მათ შორის მეც და ვფიქრობ, რუსეთის ხელმძღვანელობასაც, თან ძალიან აშკარად. ყველა პროგნოზირებდა, მათ შორის ამერიკელებიც, რომ კიევი სამ დღეში დაეცემოდა. ყველა რამდენიმე საკითხით იყო გაკვირვებული: უკრაინის სამხედრო წინააღმდეგობის უნარით, მათი თავდაცვის ორგანიზებით და მოსახლეობის ერთიანობით; ოჯახები მიდიოდნენ, მამაკაცები კი, ბრუნდებოდნენ და ახლაც ბრუნდებიან საბრძოლველად. არის ერთსულოვნება, არ მსმენია დისონანსური ხმები, როგორც ხანდახან ხდება ხოლმე, როდესაც ომი გრძელდება: მოსახლეობა სრულიად ერთსულოვანია მისი პრეზიდენტის უკან და მართლაც უპრეცედენტოა. ეს ორი ელემენტი ერთად ხსნის, რა არის უკვე გამარჯვება, როგორი შედეგიც არ უნდა დადგეს, და ეს არ შეიძლება მივაწეროთ მხოლოდ გარე მხარდაჭერას, ვინაიდან ეს დახმარება მათ მას შემდეგ გაეწიათ, რაც წინააღმდეგობის გაწევის უნარი და ერთიანობა აჩვენეს. თავდაპირველად ჩვენ ვნახეთ საელჩოების გაყვანა და მოწოდებები უცხოელი მოქალაქეების ევაკუაციის შესახებ, რაც ცოტა ნაჩქარევად მიმაჩნდა. ჩვენ ბოლომდე დავტოვეთ ჩვენი საელჩო და საკონსულოები; ამით ძალიან ვამაყობთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ინტერვიუში.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ გარდა უკრაინის სახალხო და სამხედრო წინააღმდეგობის არასათანადო შეფასებისა, რუსული არმიის შეფასებაც გადაჭარბებული იყო. მისივე თქმით, უკრაინაზე აგრესიის დასაწყისი, შეტევა ყველა ფრონტზე, უკრაინის წინააღმდეგობის ფსიქოლოგიურად გატეხვასა და დანარჩენ მსოფლიოზე შთაბეჭდილების მოხდენაზე იყო ორიენტირებული.

"რუსეთი ყოველთვის ტოვებდა ძალაუფლების შთაბეჭდილებას. რუსეთის მიერ მაშინდელი საქართველოში შეჭრის ერთ-ერთი თვალსაჩინო ელემენტი ტანკების შემოსვლა იყო, შთაბეჭდილების მოხდენის მცდელობა, იმის ჩვენება, რაც წარსულში, საბჭოთა კავშირის პერიოდში, უკვე ნანახი გვქონდა, რომ რუსეთს ეს ჯერ კიდევ შეეძლო. მე ასევე მჯერა, რომ უკრაინაზე აგრესიის დასაწყისი, შეტევა ყველა ფრონტზე, უკრაინის წინააღმდეგობის ფსიქოლოგიურად გატეხვასა და დანარჩენ მსოფლიოზე შთაბეჭდილების მოხდენაზე იყო ორიენტირებული. ყველა ეს გათვლა არასწორი იყო“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე: უკრაინაში შეჭრა ნიშნავს თუ არა, საბოლოო ცვლილებას რეგიონისთვის? სალომე ზურაბიშვილი პასუხობს: "ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის საბოლოო შემობრუნება, ჩვენ არ დავუბრუნდებით წინა მდგომარეობას“.

"ვფიქრობ, უკრაინის დამოკიდებულება ძალიან ცხადია: მას არ შეუძლია დათმობაზე წავიდეს ამდენი ადამიანური და მატერიალური დანაკარგის, ქვეყნის ნაწილის განადგურების შემდეგ. ეს გამარჯვებისათვის გაღებული ძალიან მაღალი ფასია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში.

ასევე იხილეთ: