ავტორი:

"შიგნიდან წნეხი, გარედან წნეხი და ასე "ჩიზბურგერის" ატლეტივით უნდა მოვაქციოთ "ქართული ოცნება" - გიგი უგულავა

"შიგნიდან წნეხი, გარედან წნეხი და ასე "ჩიზბურგერის" ატლეტივით უნდა მოვაქციოთ "ქართული ოცნება" - გიგი უგულავა

შიგნიდან წნეხი, გარედან წნეხი და ასე „ჩიზბურგერის“ კატლეტივით უნდა მოვაქციოთ „ქართული ოცნება“, რომ ისევ ჩვენ არ ჩავვარდეთ როგორც ქვეყანა ორმოში, 90-იან წლებში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომელიც ბათუმში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფება.

უგულავას თქმით, ოპოზიციის სამოქმედო გეგმა აქციებია.

"უნდა გვესმოდეს, რომ უფსკრულის წინაშე ვართ, რადგან გვესმის ექიმების საუბარი. რაც არ უნდა იძახონ, ომბუდსმენი არის ადამიანი, რომელიც თავის საქმეს ასრულებს, აქეთ ვინ გველაპარაკება - კობახიძე, მდინარაძე, აქეთ ერთი ექიმიც არ არის, რომელიც დაგვამშვიდებს, გვეტყვის, რომ არაფერია. გამოდის კალაძე და იძახის, რომ უნიჭო სპექტაკლია. ექიმია, რამე სამედიცინო კვალიფიკაცია აქვს ცხოვრებაში, თუ - რა. ჩვენ ვიძახით ერთ რაღაცას, კი ბატონო, ეს ექიმები არ გინდათ? სხვა ექიმები ჩამოიყვანეთ უცხოეთიდან, გაასინჯეთ, რატი ბრეგაძე ხომ არ არის ექიმი? როგორ შეიძლება იძახო ადამიანის თვითდაზიანებაზე, ანორექსია ეს არის - გინდა, მაგრამ ვერ ჭამ და იმას, რასაც ჭამ, აბრუნებ, რადგან ორგანიზმი არ იღებს. ეს არის უსაშინლესი დაავადება, ამ დაავადებას თუ შეყევი, 20%-ია ლეტალობა.

სამოქმედო გეგმა არის აქციები, წნეხი შიგნით და წნეხით გარეთ, გარეთ ხედავთ, რომ ეს წნეხი იზრდება და პროპორციულად გაიზრდება შიგნიდანაც. შიგნიდან წნეხი, გარედან წნეხი და უნდა მოვაქციოთ ასე „ჩიზბურგერის“ კატლეტივით „ქართული ოცნება“, რომ ისევ ჩვენ არ ჩავვარდეთ როგორც ქვეყანა ორმოში, 90-იან წლებში“, - განაცხადა უგულავამ.