ავტორი:

"მათი ოპერაცია ჩავარდა... რუსებს არანაირი შანსი არ გააჩნიათ, რომ "აზოვსტალი" აიღონ" - რას ჰყვება უკრაინაში მებრძოლი ქართველი?

"მათი ოპერაცია ჩავარდა... რუსებს არანაირი შანსი არ გააჩნიათ, რომ "აზოვსტალი" აიღონ" - რას ჰყვება უკრაინაში მებრძოლი ქართველი?

რუსები ბომბავენ ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებათ, მშვიდობიან მოსახლეობას, სახლებს. ჩვენ ვცდილობთ ქირურგებივით ძალიან მკვეთრად და დელიკატურად ვიმუშაოთ და მხოლოდ საჭირო სამიზნეებისაკენ მივმართოთ შეტევა. რუსეთი ბომბავს ყველაფერს, რადგან ეს მათი ქვეყანა არ არის, მათ არ აუშენებიათ, ეს არის განსხვავება ჩვენსა და რუსებს შორის, - ამის შესახებ უკრაინაში ქართველმა მებრძოლმა გიორგი კაკულიამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

"მეტსაც გეტყვით, 15 წუთის წინ დავბრუნდი წითელი ზონიდან, ისინი აქტიურად ბომბავდნენ ჩვენ ტერიტორიას, ჩვენ შორის არიან დაჭრილები, ერთი დაღუპულიცაა ჩვენი მხრიდან. დღეს ისინი ცდილობდნენ ახალი ტერიტორიისკენ გაწეულიყვნენ, მაგრამ ისინი ჩვენ შევაჩერეთ, კონტრშეტევაზე გადავედით.

ჩვენ ძალიან აქტიურად ვიბრძვით და ვიცავთ ჩვენს ტერიტორიებს, ამავე სულისკვეთებით გავაგრძელებთ, ამისთვის ყველაფერი გაგვაჩნია, დიდი რაოდენობით ახალი ტექნიკა შემოგვემატება, კბილებამდე ვართ შეიარაღებულნი და ამას ძალიან კარგად ვიყენებთ.

ჩვენთვის არაფერს წარმოადგენს პუტინის მოწოდებები, როგორც ვასრულებდით ჩვენს სამხედრო მისიას და ჩვენს ტაქტიკურ ოპერაციებს, ასე გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, რთულ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ჩვენი მებრძოლები ძალიან ყოჩაღად არიან“, - განაცხადა კაკაულიამ.

რაც შეეხება "აზოვსტალს", მისი თქმით, რუსი სამხედროების მხრიდან "აზოვსტალის" აღებისთვის შეტევა განხორციელდა, რადგან ერთ-ერთმა ელექტრიკოსმა მათ მისცა მიწისქვეშა გვირაბების კოორდინატები, მაგრამ მათ არაფერი გამოუვიდათ,

"ეს ოპერაცია ჩავარდა, რუსებს არანაირი შანსი არ გააჩნიათ იმის, რომ "აზოვსტალი" აიღონ, მათ საკუთარი თავი ყველაზე უარესი მხრიდან წამოაჩინეს“, - განაცხადა კაკულიამ.

მისივე თქმით, უკრაინაში მებრძოლები იდეისთვის იბრძვიან და არა ფულისთვის.

"მას შემდეგ, რაც ბუჩაში ჩაიდინეს, უკრაინაში რაც მშვიდობიან მოსახლეობას გაუკეთეს, ჩვენ, ქართველები და უკრაინელები ერთობლივად ვიღებდით ბუჩას გათავისუფლებაში მონაწილეობას, საკუთარი თვალებით ვნახეთ უზარმაზარი რაოდენობით დახოცილი მშვიდობიანი მოსახლეობა, გაუპატიურებული ქალები, გაუპატიურებული ბავშვებიც კი, ამ ხალხისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს.

ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ჩვენ გვეგონა, რომ რუსეთის არმია ძლიერი იყო, აღმოჩნდა, რომ ის არაფრად ღირებული ყოფილა, მილიონიანი ჯარი შევაჩერეთ, წარმოგიდგენიათ? კარგი ტაქტიკა გვქონდა, ხასიათი შესაბამისი და პრინციპები, ყველა მებრძოლი, ვინც აქ არის, ამ ყველაფერს იდეისთვის აკეთებს და არა ფულისათვის. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს საერთო საქმეა, რუსეთი ამ პლანეტის სიმსივნე, კიბოა, მას ყველასთვის უბედურება მოაქვს, მან უბედურება მოუტანა საქართველოს, აფხაზეთის მცხოვრებლებს, ახლა მეორედ ცდილობს უკრაინაში შეჭრას. ჩემი ოჯახი გაგრიდანაა, ჩვენ ქუჩაში დავრჩით რუსეთის პოლიტიკიდან გამომდინარე, შემდეგ ლუგანსკში ვიყავით და ისევ ქუჩაში აღმოვჩნდით, ახლა ისევ ვიბრძვით იმისთვის, რომ მშვიდობა დავამყაროთ.

როცა რუსეთი იბრძვის, მას პრინციპები არ გააჩნია, ისინი ბომბავენ ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებათ, მშვიდობიან მოსახლეობას, სახლებს და ჩვენ საკუთარ სახლში ვართ. ვცდილობთ ქირურგებივით ძალიან მკვეთრად და დელიკატურად ვიმუშაოთ და მხოლოდ საჭირო სამიზნეებისაკენ მივმართოთ შეტევა, რუსეთი ბომბავს ყველაფერს, რადგან ეს მათი ქვეყანა არ არის, მათ არ აუშენებიათ, ეს არის განსხვავება ჩვენსა და რუსებს შორის", - განაცხადა კაკულიამ.

ნახეთ ვიდეო: